"თორნიკე რიჟვაძე გერმანიაში თვალის ოპერაციის გასაკეთებლად წავიდა, საცხოვრებლად არ გადასულა" - ალექსი ახვლედიანი - კვირის პალიტრა

"თორნიკე რიჟვაძე გერმანიაში თვალის ოპერაციის გასაკეთებლად წავიდა, საცხოვრებლად არ გადასულა" - ალექსი ახვლედიანი

"თვალის ერთი ოპერაცია ხომ გაიკეთა, მეორე ოპერაციის გასაკეთებლად წავიდნენ, გერმანიაში საცხოვრებლად არავინ არ გადასულა", - ამის შესახებ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ყოფილმა ხელმძღვანელმა ალექსი ახვლედიანმა "ტვპირველს" განუცხადა.

ის გამოეხმაურა გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, თითქოს აჭარის ყოფილი ხელმძღვანელი თორნიკე რიჟვაძე გერმანიაში საცხოვრებლად გადავიდა.

"თვალის პრობლემაა ისევ და ამიტომ, წავიდნენ სხვა კლინიკაში, გერმანიაში. მხედველობა არ დაუკარგავს, მაგრამ პრობლემები აქვს, პირველი ოპერაციის შემდეგ კვლავ ჩაუდგა სითხე, ამიტომ ესაჭიროება დამატებითი მკურნალობა. რა თქმა უნდა ჩამოვა საქართველოში, რატომ არ უნდა ჩამოვიდეს, რა პრობლემაა", თქვა ახვლედიანმა.