ქარ­თვე­ლი ქმა­რი-მოჩ­ვე­ნე­ბა: "კახა ცისკარიძესთან მისი ქორწინება ერთადერთი სხივია ამ ბნელ სამეფოში" - რას წერს რუსული მედია იუმორის "რკინის ლედის" "საიდუმლო ტკივილზე" - კვირის პალიტრა

ქარ­თვე­ლი ქმა­რი-მოჩ­ვე­ნე­ბა: "კახა ცისკარიძესთან მისი ქორწინება ერთადერთი სხივია ამ ბნელ სამეფოში" - რას წერს რუსული მედია იუმორის "რკინის ლედის" "საიდუმლო ტკივილზე"

"ნა­ტა­ლია ეპ­რი­კი­ა­ნის სა­ი­დუმ­ლო ტკი­ვი­ლი: რა­ტომ მა­ლავს "Comedy Woman"-ის შემ­ქმნე­ლი პი­რად ცხოვ­რე­ბას?“ - ამ სა­თა­უ­რით, რუ­სუ­ლი ყვი­თე­ლი მე­დია, ვრცელ სტა­ტი­ას აქ­ვეყ­ნებს. ეს ის­ტო­რია რუ­სუ­ლი "Comedy Woman“-ის შემ­ქმნელ მსა­ხი­ო­ბებ­ზეა. ჩვე­ნი ყუ­რა­დღე­ბა კი იმან მი­ი­პყრო, რომ მისი სა­ინ­ტე­რე­სო ცხოვ­რე­ბის ერთ-ერთი გმი­რი, ცნო­ბი­ლი ქარ­თვე­ლი მომ­ღე­რა­ლია.

რუ­სუ­ლი იუ­მო­რის "რკი­ნის ლე­დის", ფო­ლა­დის ნიღ­ბის მიღ­მა, იმა­ლე­ბა სა­ი­დუმ­ლო, რო­მელ­საც ნა­ტა­ლია ეპ­რი­კი­ა­ნი სა­კუ­თარ ყვე­ლა­ზე წარ­მა­ტე­ბულ პრო­ექ­ტებ­ზე უფრო გულ­მოდ­გი­ნედ იცავს. მან რუ­სეთს ქა­ლუ­რი იუ­მო­რის მთე­ლი ათწლე­უ­ლი აჩუ­ქა, მაგ­რამ სა­კუ­თარ ცხოვ­რე­ბა­ზე თით­ქმის სი­ტყვაც არ დას­ცდე­ნია. რა აი­ძუ­ლებს ლე­გენ­და­რუ­ლი "Comedy Woman"-ის შემ­ქმნელს, და­მა­ლოს სა­კუ­თა­რი ბედ­ნი­ე­რე­ბა - ან ტკი­ვი­ლი თაყ­ვა­ნის­მცემ­ლე­ბის­გან?

სა­ი­დუმ­ლოს ფასი

მსოფ­ლი­ო­ში, სა­დაც ყვე­ლა ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნი ცდი­ლობს, პი­რა­დი ცხოვ­რე­ბას მო­ნე­ტი­ზა­ცი­ას გა­უ­წი­ოს და რე­ა­ლით შოუდ აქ­ცი­ოს, ნა­ტა­ლია ეპ­რი­კი­ან­მა სხვა გზა აირ­ჩია. ეს არ­ჩე­ვა­ნი პა­რა­დოქ­სუ­ლად გა­მო­ი­ყუ­რე­ბა: ქალი, რო­მელ­მაც კა­რი­ე­რა ქა­ლუ­რი არ­ქე­ტი­პე­ბის გა­შიშ­ვლე­ბა­სა და სტე­რე­ო­ტი­პე­ბის და­ცინ­ვა­ზე ააგო, თა­ვად იქცა გა­მო­ცა­ნად. მისი სი­ჩუ­მე იმ­დე­ნად და­უ­ჯე­რე­ბე­ლია, რომ ნა­ტა­ლი­ას გარ­შე­მო დღემ­დე უამ­რა­ვი ჭორი, ვა­რა­უ­დი და დრა­მა­ტუ­ლი თე­ო­რი­ე­ბის ტალ­ღა იყ­რის თავს, რო­მელ­საც სა­ზო­გა­დო­ე­ბა ხარ­ბად, ჩურ­ჩუ­ლით გა­ნი­ხი­ლავს.

სი­ჩუ­მის კე­დე­ლი: რა­ტომ არის ჩრდილ­ში "კო­მე­დი ვუ­მე­ნის" შემ­ქმნე­ლი

კავ­კა­სი­უ­რი ფეს­ვე­ბის მქო­ნე გო­გო­ნა, მა­თე­მა­ტი­კუ­რი გა­ნათ­ლე­ბით და ამო­უ­წუ­რა­ვი იუ­მო­რის გრძნო­ბით - ნა­ტა­ლია ეპ­რი­კი­ა­ნი მა­მა­კა­ცუ­რი "კა­ვე­ე­ნის" სამ­ყა­რო­ში შე­იჭ­რა და არა მხო­ლოდ გა­დარ­ჩა, არა­მედ მისი წე­სე­ბი შეც­ვა­ლა. ის იყო გუნდ "მე­გა­პო­ლი­სის" ტვი­ნი, შემ­დეგ კი რე­ვო­ლუ­ცია მო­ახ­დი­ნა და შექ­მნა პრო­ექ­ტი, რომ­ლის ანა­ლო­გი არ არ­სე­ბობ­და - "Comedy Woman". შოუ ფე­ნო­მე­ნად იქცა. ეპ­რი­კი­ან­მა არა მხო­ლოდ ნი­ჭი­ერ კო­მე­დი­ანტ ქა­ლებს მის­ცა სცე­ნა, არა­მედ შექ­მნა ბრენ­დი, რო­მელ­საც წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში კო­ლო­სა­ლუ­რი რე­ი­ტინ­გე­ბი და შე­მო­სავ­ლე­ბი მოჰ­ქონ­და.

სწო­რედ ამ დი­დე­ბის მწვერ­ვალ­ზე და­ი­წყო მისი პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის გარ­შე­მო კედ­ლის შე­ნე­ბა, რო­მე­ლიც სულ უფრო მა­ღა­ლი და სქე­ლი ხდე­ბო­და. სა­ნამ მისი კლუ­ბის გო­გო­ნე­ბი თხოვ­დე­ბოდ­ნენ, შვი­ლე­ბი უჩ­ნდე­ბო­დათ და გლა­მუ­რულ ჟურ­ნა­ლებ­ში დე­ტა­ლებს აზი­ა­რებ­დნენ, ეპ­რი­კი­ა­ნი კადრს მიღ­მა რჩე­ბო­და. მისი სა­ჯა­რო იმი­ჯი - მკაც­რი, მომ­თხოვ­ნი პრო­დი­უ­სე­რი მუქ სათ­ვა­ლე­ებ­ში - იმ­დე­ნად შე­ე­ზარ­და მის პი­როვ­ნე­ბას, რომ მე­დი­ის­თვის ეს მისი ცხოვ­რე­ბის ერ­თა­დერთ შე­საძ­ლო სი­მარ­თლედ მო­ჩან­და.

"ყვე­ლა­ფე­რი, რაც ჩემს ოჯახს ეხე­ბა, ტა­ბუა"

იშ­ვი­ათ შემ­თხვე­ვებ­ში, რო­დე­საც ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი თავ­დაც­ვი­თი ზღუ­დის გარ­ღვე­ვას ახერ­ხებ­დნენ და პი­რად კი­თხვას უს­ვამ­დნენ, ის ან ხუმ­რო­ბით პა­სუ­ხობ­და, ან ცი­ვად წყვეტ­და მათ­თან სა­უ­ბარს. ამ სტრა­ტე­გი­ამ ვა­კუ­უ­მი შექ­მნა მის გარ­შე­მო, რო­მე­ლიც სა­ზო­გა­დო­ე­ბამ სა­კუ­თა­რი სცე­ნა­რე­ბით და­ი­წყო შევ­სე­ბა. რა­ტომ არის მარ­ტო? იყო მის ცხოვ­რე­ბა­ში მა­მა­კა­ცი, რო­მელ­მაც გული ატ­კი­ნა? ან იქ­ნებ, კა­რი­ე­რის გამო თქვა პი­რად ბედ­ნი­ე­რე­ბა­ზე უარი?

ქარ­თვე­ლი ქმა­რი-მოჩ­ვე­ნე­ბა და წარ­მა­ტე­ბის ფასი

"ერ­თა­დერ­თი მი­ნიშ­ნე­ბა, ერ­თა­დერ­თი სი­ნათ­ლის სხი­ვი ამ ბნელ სა­მე­ფო­ში - მისი ქორ­წი­ნე­ბაა ქარ­თველ დი­ზა­ი­ნერ­თან და მუ­სი­კოს­თან, კა­ხა­ბერ ცის­კა­რი­ძეს­თან" - წერს რუ­სუ­ლი მე­დია.

ამ წყვი­ლის შე­სა­ხებ ძა­ლი­ან ცოტა რამ არის ცნო­ბი­ლი. ერ­თმა­ნე­თი ახალ­გაზ­რდო­ბა­ში, "კა­ვე­ე­ნის" პე­რი­ოდ­ში გა­იც­ნეს. და­ქორ­წინ­დნენ და ამით სა­ჯა­რო ნა­წი­ლი მთავ­რდე­ბა. წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ცის­კა­რი­ძე მის ქმრად ით­ვლე­ბო­და, მაგ­რამ ვე­რა­ვინ ამ­ბობს დარ­წმუ­ნე­ბით, არი­ან თუ არა ისი­ნი დღემ­დე ერ­თად.

გააგრძელეთ კითხვა