უკრაინა სუპერთანამედროვე თვითმფრინავებს მიიღებს - ზელენსკიმ და მაკრონმა ისტორიული შეთანხმება გააფორმეს - კვირის პალიტრა

უკრაინა სუპერთანამედროვე თვითმფრინავებს მიიღებს - ზელენსკიმ და მაკრონმა ისტორიული შეთანხმება გააფორმეს

უკრაინის და საფრანგეთის პრეზიდენტებმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ და ემანუელ მაკრონმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომელიც უკრაინის გაძლიერებას ითვალისწინებს, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, შეთანხმება ითვალისწინებს უკრაინისთვის Rafale-ის გამანადგურებლებისა და SAMP/T საჰაერო თავდაცვის სისტემის გადაცემას, რომელსაც ბალისტიკური რაკეტების განადგურება შეუძლია.

შეგახსენებთ, ვოლოდიმირ ზელენსკი საფრანგეთში დღეს ჩავიდა.

"ინტერპრესნიუსი"