"ჩემი მონატრებული თბილისი" - 21 ნოემბერს თემურ შვანგირაძის 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილი გამოფენა გაიხსნება - კვირის პალიტრა

"ჩემი მონატრებული თბილისი" - 21 ნოემბერს თემურ შვანგირაძის 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილი გამოფენა გაიხსნება

21 ნო­ემ­ბერს, 19:00 სა­ათ­ზე მხატ­ვარ თე­მურ შვან­გი­რა­ძის 80 წლის იუ­ბი­ლე­სად­მი მი­ძღვნი­ლი გა­მო­ფე­ნა, სა­ხე­ლად - "ჩემი მო­ნატ­რე­ბუ­ლი თბი­ლი­სი" გა­იხ­სნე­ბა და 30 ნო­ემ­ბრის ჩათ­ვლით გაგ­რძელ­დე­ბა. მას "ნოვო გა­ლე­რეა" უმას­პინ­ძლებს.

გა­მო­ფე­ნა­ზე წარ­მოდ­გე­ნი­ლი იქ­ნე­ბა მხატ­ვრის რო­გორც ძვე­ლი, ასე­ვე შე­და­რე­ბით ახა­ლი ნა­მუ­შევ­რე­ბი - ქა­ლა­ქის პე­ი­ზა­ჟე­ბი, ნა­ტურ­მორ­ტე­ბი, პორ­ტრე­ტე­ბი და სხვ.

naxati4-66742-1763392004.jpg

თე­მურ შვან­გი­რა­ძე და­ი­ბა­და 1945 წელს ქა­ლაქ თბი­ლის­ში, სამ­ხედ­რო ექი­მე­ბის ოჯახ­ში. ის ოც წლამ­დე, ოჯახ­თან ერ­თად, ცხოვ­რობ­და უკ­რა­ი­ნა­ში, სა­დაც ჯერ კი­დევ სკო­ლის წლებ­ში და­ინ­ტე­რეს­და ხე­ლოვ­ნე­ბით, მხატ­ვრო­ბით.თუმ­ცა, პირ­ვე­ლად ინ­ჟინ­რის პრო­ფე­სი­ას და­ე­უფ­ლა და მხო­ლოდ მოგ­ვი­ა­ნე­ბით და­ამ­თავ­რა თბი­ლი­სი ივა­ნე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის ხე­ლოვ­ნე­ბის ფა­კულ­ტე­ტი, სა­დაც შემ­დგომ მრა­ვა­ლი წელი პე­და­გო­გა­დაც მუ­შა­ობ­და. უკ­რა­ი­ნი­დან თბი­ლის­ში მხო­ლოდ ზა­ფხუ­ლო­ბით ჩა­მო­დი­ო­და. სხვა­დას­ხვა სო­ცი­უმ­მა, გან­სხვა­ვე­ბუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბე­ბის და ტემ­პე­რა­მენ­ტის ადა­მი­ა­ნებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბამ მას­ზე დიდი გავ­ლე­ნა მო­ახ­დი­ნა.

მხატ­ვა­რი ყო­ველ­თვის ელო­და იმ დღე­ებს, როცა მის საყ­ვა­რელ, მო­ნატ­რე­ბულ თბი­ლის­ში ჩა­მო­ვი­დო­და.

იგი იხ­სე­ნებს: "თბი­ლის­ში ჩემს თა­ნა­ტო­ლებ­თან ყოფ­ნა დიდ­ხანს არ მი­წევ­და, რად­გა­ნაც არ­და­დე­გებ­ზე ისი­ნი აგა­რა­კებ­ზე და სოფ­ლებ­ში იფან­ტე­ბოდ­ნენ და მე და ჩემი ძმა თით­ქმის მარ­ტო ვრჩე­ბო­დით უფ­რო­სე­ბის გა­რე­მოც­ვა­ში. თუმ­ცა მთე­ლი ჩემი ყუ­რა­დღე­ბა და სიყ­ვა­რუ­ლი ამ ქა­ლაქს დას­ტრი­ა­ლებ­და. წლი­დან წლამ­დე უფრო და უფრო მიყ­ვარ­დე­ბო­და იგი, მეჩ­ვე­ნე­ბო­და, რომ ყო­ველ ჩა­მოს­ვლა­ზე უფრო ღრმად ვწვდე­ბო­დი მის სულს, მის ხა­სი­ათს...”

naxati1-66754-1763392225.jpg

მხატ­ვრის შე­მოქ­მე­დე­ბა­ში პლე­ნერს და პლე­ნერ­ზე მუ­შა­ო­ბას გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რა­დღე­ბა ექ­ცე­ვა. თბი­ლი­სის ქუ­ჩე­ბის, ხე­დე­ბი­სა და შე­ნო­ბე­ბის აღ­ბეჭდ­ვა მის­თვის საყ­ვა­რელ საქ­მი­ა­ნო­ბად იქცა."მხარ­ზე მოლ­ბერტგა­და­კი­დე­ბუ­ლი დავ­ბო­დი­ა­ლობ­დი ქა­ლაქ­ში და ვე­ძებ­დი, ად­გი­ლებს, სახ­ლებს, ტი­პა­ჟებს...არ­ჩე­ვა­ნი იცო­ცხლეთ, დიდი იყო", - გვი­ამ­ბობს იგი.

naxati2-66766-1763392265.jpg

თბი­ლი­სი და თბი­ლი­სის თემა მხატ­ვრის­თვის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი დარ­ჩა მისი ცხოვ­რე­ბის ყვე­ლა ეტაპ­ზე. მის მიერ ჩა­ნა­ხა­ტებ­ზე თუ ტი­ლო­ებ­ზე ასა­ხუ­ლი შე­ნო­ბე­ბი და ზოგ­ჯერ ქუ­ჩე­ბიც დღეს სრუ­ლი­ად შეც­ვლი­ლია, ან აღარ არ­სე­ბობს. ქა­ლა­ქის კო­ლო­რი­ტის, ეს­თე­ტი­კის მა­რა­დი­ულ ხსოვ­ნად შე­ნახ­ვის ეს გზა ალ­ბათ სა­უ­კე­თე­სო, აქ­ტუ­ა­ლუ­რი და გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად ძვირ­ფა­სია.

თე­მურ შვან­გი­რა­ძის მიერ მშობ­ლი­უ­რი ქა­ლა­ქის სით­ბო­თი და სიყ­ვა­რუ­ლით სავ­სე აღ­ქმა შე­უ­ნიღ­ბა­ვი თვა­ლის­თვი­საც ად­ვი­ლად შე­სამ­ჩნე­ვია.

"მე ყო­ველ­თვის დიდ სი­ა­მოვ­ნე­ბას მა­ნი­ჭებ­და "ლა­პა­რა­კი” სახ­ლებ­თან, ქუ­ჩებ­თან, ადა­მი­ა­ნებ­თან, წარ­მოდ­გე­ნა მათი ტკი­ვი­ლის თუ სი­ხა­რუ­ლის. ბედ­ნი­ე­რი ვიქ­ნე­ბი თუ შევ­ძე­ლი ამის ასახ­ვა ჩემს ტი­ლო­ებ­ზე", - ამ­ბობს მხატ­ვა­რი.

naxati3-66776-1763392305.jpg

თე­მურ შვან­გი­რა­ძის ფერ­წე­რუ­ლი ტი­ლო­ე­ბი და­ცუ­ლია პი­რად კო­ლექ­ცი­ებ­ში რო­გორც სა­ქარ­თვე­ლო­ში, ასე­ვე აშშ-ში, გერ­მა­ნი­ა­ში, ია­პო­ნი­ა­ში, ის­რა­ელ­ში, იტა­ლი­ა­ში, ნი­დერ­ლან­დებ­ში, რუ­სეთ­ში, შვე­დეთ­ში, შვე­ი­ცა­რი­ა­ში და სხვ.1978 წლი­დან თე­მურ შვან­გი­რა­ძე აქ­ტი­უ­რად მო­ნა­წი­ლე­ობ­და გა­მო­ფე­ნებ­ში. არის მრა­ვა­ლი პრე­მი­ი­სა და ჯილ­დოს მფლო­ბე­ლი. მისი ნა­მუ­შევ­რე­ბი ხში­რად იყო წარ­მოდ­გე­ნი­ლი თბი­ლის­ში გა­მარ­თულ სა­გა­ზა­ფხუ­ლო და სა­შე­მოდ­გო­მო ექ­სპო­ზი­ცი­ებ­ზე.1978 წლი­დან იგი სა­კავ­ში­რო და სა­ქარ­თვე­ლოს მხატ­ვარ­თა კავ­ში­რის წევ­რია.1989, 1990 და 1991 წლებ­ში მუ­შა­ობ­და აშშ-ს კო­ლო­რა­დოს შტა­ტის ქარ­თულ-ამე­რი­კულ სა­ზა­ფხუ­ლო სკო­ლის “როქი მა­უნ­თინ სქუ­ლის“ პე­და­გო­გად.

ხოლო 1993 წლი­დან თბი­ლი­სის ი.ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხელ­მწი­ფო სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის ხე­ლოვ­ნე­ბი­სა და სა­ზო­გა­დო­ებ­რივ პრო­ფე­სი­ა­თა კა­თედ­რის პე­და­გო­გად.

ვუ­ლო­ცავთ ბა­ტონ თე­მურს 80 წლის იუ­ბი­ლეს, დღეგ­რძე­ლო­ბა­სა და შე­მოქ­მე­დე­ბი­თად სა­ინ­ტე­რე­სო წლებს ვუ­სურ­ვებთ!