რუსებმა ხარკოვში 17 წლის გოგონა მოკლე - კვირის პალიტრა

რუსებმა ხარკოვში 17 წლის გოგონა მოკლე

რუსებმა უკრაინის ხარკოვის ოლქის ქალაქი ბერესტინი რაკეტებით დაბომბა, დაიღუპა 17 წლის გოგონა, არიან დაშავებულები, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

„17 წლის გოგონა, რომელიც ბერესტინზე სარაკეტო თავდასხმის შედეგად მძიმედ დაიჭრა, საავადმყოფოში გარდაიცვალა“, - განაცახდა ხარკოვის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ოლეგ სინეგუბოვმა.

მისივე ინფორმაციით, დაშავებულია 9 ადამიანი. დაშავებულებს შორის 16 წლის ბიჭია.

"ინტერპრესნიუსი"