"დე­დამ 3 წლის მა­სა­ლი უგო­ნოდ იპო­ვა" - სტამბოლში ტურისტები - ცოლ-ქმარი და მათი ორი შვილი დაიღუპნენ, დაკავებულია 4 პირი: საკვებით მოწამვლა თუ? - რა ვერსიაზე მუშაობს გამოძიება - კვირის პალიტრა

"დე­დამ 3 წლის მა­სა­ლი უგო­ნოდ იპო­ვა" - სტამბოლში ტურისტები - ცოლ-ქმარი და მათი ორი შვილი დაიღუპნენ, დაკავებულია 4 პირი: საკვებით მოწამვლა თუ? - რა ვერსიაზე მუშაობს გამოძიება

თურ­ქეთ­ში, სტამ­ბოლ­ში, გერ­მა­ნი­ი­დან სა­მოგ­ზა­უ­როდ ჩა­სუ­ლი ოჯა­ხის ოთხი წევ­რი და­ი­ღუ­პა - ჯერ დედა და ორი მცი­რე­წლო­ვა­ნი შვი­ლი, ხოლო შემ­დეგ ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ მა­მაც გარ­და­იც­ვა­ლა.

თავ­და­პირ­ვე­ლად საქ­მე­ზე 11 პირი იყო და­კა­ვე­ბუ­ლი, რო­მელ­თა­გან ნა­წი­ლი გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს. ამ დრო­ის­თვის გა­მო­ძი­ე­ბის ფარ­გლებ­ში და­კა­ვე­ბუ­ლია 4 პირი, მათ შო­რის არი­ან ე.წ. სთრით ფუ­დის მო­ვაჭ­რე­ე­ბი.

გერ­მა­ნი­ი­დან სტამ­ბოლ­ში და­სას­ვე­ნებ­ლად ჩა­სუ­ლი ბო­ჯე­კე­ბის ოჯა­ხი სრუ­ლად გა­ნად­გურ­და. ყვე­ლა­ფე­რი 12 ნო­ემ­ბერს და­ი­წყო, რო­დე­საც ფა­თი­ჰის რა­ი­ონ­ში მდე­ბა­რე სას­ტუმ­რო­ში მშობ­ლებ­მა, 27 წლის ჩიგ­დემ­მა და 38 წლის სერ­ვეტ ბო­ჯეკ­მა, შვი­ლე­ბი, 6 წლის ქა­დი­რი და 3 წლის მა­სა­ლი უგო­ნო მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იპო­ვეს. სას­წრა­ფოდ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­დაყ­ვა­ნის შემ­დეგ მცი­რე­წლოვ­ნე­ბი მა­ლე­ვე და­ი­ღუპ­ნენ. ორი დღის შემ­დეგ, და­ი­ღუ­პა დე­დაც, გუ­შინ კი, სტამ­ბო­ლის ჯან­დაც­ვის დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­რო­სის, აბ­დუ­ლა ემრე გი­უ­ნე­რის გან­ცხა­დე­ბით, მი­უ­ხე­და­ვად ყვე­ლა სა­მე­დი­ცი­ნო ჩა­რე­ვი­სა, მამა, სერ­ვეტ ბო­ჯე­კიც სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გარ­და­იც­ვა­ლა.ოჯა­ხის მო­წამ­ვლა, რო­მე­ლიც თავ­და­პირ­ვე­ლი ვერ­სი­ის მი­ხედ­ვით ორ­თა­ქო­ი­ში მირ­თმე­ულ ქუ­ჩის საკ­ვებს უკავ­შირ­დე­ბა, ფარ­თო­მას­შტა­ბი­ა­ნი გა­მო­ძი­ე­ბის სა­გა­ნი გახ­და. სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა და­ა­კა­ვეს რამ­დე­ნი­მე ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლი, რო­მელ­თა­გან ოთხი – მი­დი­ე­ბის გამ­ყიდ­ვე­ლი ი. დ., ლუ­ქუ­მის მა­ღა­ზი­ის მე­პატ­რო­ნე ფ. თ., ქო­ქო­რე­ჩის გამ­ყიდ­ვე­ლი ე. ე. და კა­ფეს მფლო­ბე­ლი ფ. მ. ო. – სა­სა­მარ­თლოს წი­ნა­შე წარ­დგნენ.

სა­სა­მარ­თლომ ოთხი­ვეს და­პა­ტიმ­რე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღო. მათ ბრა­ლი ედე­ბათ "გა­უფრ­თხი­ლებ­ლო­ბით რამ­დე­ნი­მე პი­რის გარ­დაც­ვა­ლე­ბის საქ­მე­ში“. პრო­კუ­რა­ტუ­რის გან­ცხა­დე­ბით, არ­სე­ბობს კონ­კრე­ტუ­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი.

გააგრძელეთ კითხვა