ქართველმა მილიარდერმა მიხეილ ლომთაძემ საფეხბურთო კლუბი იყიდა
ქართველმა მილიარდერმა მიხეილ ლომთაძე ასტანაში მდებარე საფეხბურთო კლუბ „ჟენისის“ მფლობელი გახდა. ამის შესახებ ყაზახური „ფორბსი“ წერს.
გამოცემის თანახმად, ახალი ინვესტორი საფეხბურთო კლუბში „მსოფლიო დონის საფეხბურთო აკადემიას“ შექმნის. ცნობილი ხდება, რომ ბიზნესმენი ყაზახეთსა და ინგლისში მსოფლიო დონის პროფესიონალური ბავშვთა საფეხბურთო აკადემიის შექმნას გეგმავს და ეს მისი დიდი ხნის ოცნება იყო.
გამოცემა წერს, რომ აკადემიაში სწავლა უფასო იქნება და ახალგაზრდა სპორტსმენებს ყაზახეთიდან და ინგლისიდან ჩამოსული წამყვანი სპეციალისტები გაწვრთნიან.
„ჟენისის“ გენერალური დირექტორი აიდინ კოჟახმეტი იმედოვნებს, რომ ახალი ინვესტორის მოსვლასთან ერთად კლუბი ადრინდელ დიდებას დაუბრუნდება.