პუტინის რუსეთიდან მესამე რაიხამდე: რუსული „შაჰიდების“ ფრაგმენტების ძებნაში პოლონელებმა გერმანული „ფაუ“-ს ნარჩენები აღმოაჩინეს - კვირის პალიტრა

პუტინის რუსეთიდან მესამე რაიხამდე: რუსული „შაჰიდების“ ფრაგმენტების ძებნაში პოლონელებმა გერმანული „ფაუ“-ს ნარჩენები აღმოაჩინეს

რუსეთ-უკრაინის გახანგრძლივებული ფართომასშტაბიანი ომის მსვლელობისას კრემლი უკრაინელების შემდეგ ყველაზე მეტად პოლონელებს დაუპირისპირდა...

პუტინის „რისხვა“ იმითაც გამოიხატება, რომ ნატოს წევრ პოლონეთში უკვე შეფრინდნენ რუსული, როგორც ფრთოსანი რაკეტები, ისე - „შაჰიდის“, „გერანისა“ თუ „გერბერას“ ტიპის დრონები და თვით ბირთვული მუხტის გადამტანი ფრთოსანი რაკეტაც კი...

მას შემდეგ თავისი ქვეყნის ტერიტორიაზე პოლონელი სამხედროები და პოლიციელები გამუდმებით ეძებენ პუტინის იმ დრონებს, რომელთა ფრენა საკუთარ საჰაერო სივრცეში რადიოლოკაციური საშუალებებით კი დააფიქსირეს, მაგრამ მათი ყველა ფრაგმენტი დღემდე ვერ აღმოუჩენიათ...

2-bli-1763458208.jpg
მსოფლიოში პირველი ბალისტიკური რაკეტის, გერმანული „ფაუ-2“-ის სტარტი...

და ასეთი საძიებო სამუშაოების დროს მოხდა საოცრება - პუტინის „შაჰიდ/გერანის“ ნაცვლად პოლონელებმა თავის მიწაზე აღმოაჩინეს... ჰიტლერის „შურისძიების იარაღის“- ბალისტიკური რაკეტა „ფაუ-2“-ის ნარჩენები!

ნარჩენები უძახეთ, მაგრამ 80 წლისწინანდელი რაკეტის ფრაგმენტები მშვენივრად იყო შენახული და მათი იდენტიფიკაცია არ გაძნელებულა.

მაგრამ საიდან აღმოჩნდა ის პოლონეთში, თუკი ამ „ფაუ-2“-ებს ჰიტლერის გერმანია, ძირითადად, დიდი ბრიტანეთის დედაქალაქ ლონდონისკენ უშვებდა, პოლონეთი ხომ საპირისპირო მხარესაა?

ასევე დაგაინტერესებთ: "ჰერკულესის" ჯერ მეოთხე ძრავამ შეწყვიტა მუშაობა, შემდეგ მეორემ - ხრახნი მოტყდა და მფრინავების კაბინა გადაჭრა - ქართულ ცაში თურქული „ჰერკულესის“ კატასტროფის მიზეზი დაადგინეს?!

მოწამლე მფრინავი, მოიტაცე МиГ-31 და მიიღე 3 მილიონი დოლარი - უკრაინული სპეცოპერაცია, რომელიც ჩავარდა?!

"ზამთრის ომის" ფაზა დაბრუნდა - ვინ უფრო მეტ ქალაქს ჩაუბნელებს ერთმანეთს?!

აზერბაიჯანმა აჩვენა ის შეიარაღება, რაზეც დიდი ხანია ოცნებობს უკრაინა რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში ზუსტი დარტყმების განსახორციელებლად...

საქმე ის არის, რომ მეორე მსოფლიო ომის დროს ოკუპირებული პოლონეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, ქალაქ დემბიცასთან, სოფელ ბლიზნას მიდამოებში გერმანიამ შექმნა SS-ის ჯარების სარაკეტო პოლიგონი (თავისი საკონცეტრაციო ბანაკით), რომლიდანაც 1943 წლის ნოემბრიდან 1944 წლის ივნისის ჩათვლით უშვებდნენ იმ დროისთვის ყველაზე გასაიდუმლოებულ გერმანულ იარაღს, კერძოდ კი - ფრთოსან რაკეტებს „ფაუ-1“-ებსა და ბალისტიკურ რაკეტებს „ფაუ-2“-ებს.

3-ble-1763458208.jpg
14 მ სიგრძისა და 12,5 ტ მასის გერმანულ „ფაუ-2“-ს 320 კმ მანძილზე ერთი ტონა მასის საბრძოლო ქობინა გადაჰქონდა

გერმანელებს ჰქონდათ ბევრად უკეთესად მოწყობილი საგამოცდო სარაკეტო პოლიგონი, პენემიუნდენში, ბალტიის ზღვის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში მდებარე გერმანულ კუნძულზე, მაგრამ ამ სარაკეტო ცენტრს ბრიტანული ავიაცია ხშირად ბომბავდა და ამასთან, მესამე რაიხის სარდლობას აუცილებლად სჭირდებოდა კიდევ ერთი სარაკეტო პოლიგონი იმ გერმანელი მერაკეტეების მოსამზადებლად, რომლებიც ორივე ტიპის „ფაუ“-ების საბრძოლო გაშვებებს ახორციელებდნენ.

4-ble-1763458208.jpg
ლონდონში გერმანული „ფაუ-2“-ის აფეთქების შედეგი...

ასე შეირჩა ყოფილი პოლონური საარტილერიო პოლიგონი გერმანელი მერაკეტეების გადასამზადებლად, რომლებმაც ბლიზნას მიდამოებიდან 213 „ფაუ-2“-ის ბალისტიკური რაკეტა გაუშვეს ჩრდილო-აღმოსავლეთით, 320 კმ-ით დაშორებულ პინსკის ჭაობებისკენ.

პოლონური ბლიზნა სულ რაღაც 54 კმ-ში მდებარეობს უკრაინის საზღვრიდან და როდესაც სტალინის არმია მიადგა პოლონეთს, ჰიტლერის არმიამ უკან დაიხია და „ფაუ“-ების ამ პოლიგონმაც შეწყვიტა ფუნქციონირება.

5-ble-1763458208.jpg
რვა ათეული წლის შემდეგ პოლონურ სოფელთან აღმოჩენილი გერმანული „ფაუ-2-ის კარგად შენახული ფრაგმენტი

სხვათა შორის, ლავრენტი ბერიას მზვერავებმა მაშინ გერმანული საიდუმლო „ფაუ“-ების ბევრი ფრაგმენტი აღმოაჩინეს, რის შემდეგაც, სტალინის პირადი განკარგულებით, ეს მნიშვნელოვანი ინფორმაცია ჩერჩილს გადაეგზავნა, რათა დახმარებოდა ბრიტანელებს გერმანული ფრთოსანი „ფაუ-1“-ების მოსაგერიებლად. ბალისტიკური „ფაუ-2“-ების მოგერიების რაიმე ტექნიკური საშუალება 80 წლის წინ არ არსებობდა, მათი გადაჭერა ანტირაკეტებით, დღესაც კი ურთულეს ამოცანას წარმოადგენს.

ასე რომ, ეძებდნენ ერთი ახალი დიქტატორის დრონებს და იპოვეს მეორე, ძველი დიქტატორის რაკეტების ნარჩენები...