"ჩემი ძმის და მეგობრის მერაბ შარიქაძის საქმესთან დაკავშირებით ჩემი სახელ-გვარი უკონტექსტოდ ფიგურირებს... მე ამ საქმესთან არაფერი მაკავშირებს!" - რას წერს მორაგბე ლაშა ლომიძე? - კვირის პალიტრა

"ჩემი ძმის და მეგობრის მერაბ შარიქაძის საქმესთან დაკავშირებით ჩემი სახელ-გვარი უკონტექსტოდ ფიგურირებს... მე ამ საქმესთან არაფერი მაკავშირებს!" - რას წერს მორაგბე ლაშა ლომიძე?

სა­ქარ­თვე­ლოს რაგ­ბის ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბის ყო­ფი­ლი კა­პიტ­ნის, მე­რაბ შა­რი­ქა­ძის ინ­ტერ­ვი­უს შემ­დეგ მო­რაგ­ბე ლაშა ლო­მი­ძე მი­მარ­თვას ავ­რცე­ლებს.

"მო­გე­სალ­მე­ბით, დიდ გა­უ­გებ­რო­ბას აქვს ად­გი­ლი და ვის სი­ა­მოვ­ნებს თა­ვის მარ­თლე­ბა?! მაგ­რამ ისე გა­მო­ვი­და იძუ­ლე­ბუ­ლი ვარ, მივ­მარ­თო სა­ზო­გა­დო­ე­ბას და მათ, ვინც ნე­ბით თუ უნებ­ლი­ედ შეც­დო­მა­შია შე­სუ­ლი. ჩემი ძმის და მე­გობ­რის მე­რაბ შა­რი­ქა­ძის საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით ჩემი სა­ხე­ლი და გვა­რი უკონ­ტექ­სტოდ ფი­გუ­რი­რებს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში. მე ამ საქ­მეს­თან არა­ფე­რი მა­კავ­ში­რებს! გთხოვთ, გა­და­უ­მოწ­მებ­ლად ნუ მო­მიხ­სე­ნი­ებთ, მით უმე­ტეს ცუდ კონ­ტექ­სტში! წარ­მა­ტე­ბებს ვუ­სურ­ვებ მე­რაბს ახალ წა­მო­წყე­ბა­ში! ის თა­ვის სი­ტყვას იტყვის!", - წერს ლაშა ლო­მი­ძე.

შე­გახ­სე­ნებთ, მე­რაბ შა­რი­ქა­ძემ Setanta Sport Georgia-სთან ინ­ტერ­ვი­უ­ში გა­ნა­ცხა­და, რომ მისი შარ­დის ნი­მუ­ში სხვა მო­რაგ­ბე­ე­ბის ნი­მუ­შის ნაც­ვლად გა­მო­ი­ყე­ნეს და გა­უ­გებ­რო­ბის მსხვერ­პლი გახ­და.

"ცხოვ­რე­ბა­ში დო­პინ­გი არ მი­მი­ღია, ჩი­ლი­მიც არ მო­მი­წე­ვია და დო­პინ­გი რა­ნა­ი­რად იქ­ნე­ბო­და. როცა მი­თხრეს, შარ­დის გაც­ვლას გე­და­ვე­ბი­ა­ნო, გა­მაჟ­რი­ა­ლა. ჩემი ნი­მუ­ში გა­მო­ი­ყე­ნეს სხვა მო­რაგ­ბე­ე­ბის ნი­მუ­შე­ბის მა­გივ­რად... ჩემ­თვის სან­დო ადა­მი­ან­მა მთხო­ვა, რომ ჩემი ძმე­ბის­თვის ნი­მუ­ში ჩა­მე­ბა­რე­ბი­ნა და რას ვე­ტყო­დი, შარდს არ ჩა­ვა­ბა­რებ­დი?!" - აღი­ა­რა მო­რაგ­ბემ.

მისი თქმით, ეს "სი­სუ­ლე­ლე" იმ "ჩა­კე­ტილ წრე­ში" მოხ­და, რო­მელ­შიც თა­ვად და ის მო­რაგ­ბე­ე­ბი არი­ან, რომ­ლებ­მაც ნი­მუ­ში გა­მო­ი­ყე­ნეს.

მან არ და­ა­სა­ხე­ლა არც ეს ადა­მი­ა­ნე­ბი და არც ის პი­როვ­ნე­ბა, ვინც, მისი ვა­რა­უ­დით, ეს ამ­ბა­ვი მი­ტა­ნა ან­ტი­დო­პინ­გურ­მა სა­ა­გენ­ტომ­დე... "ვი­საც ჩა­ვაც­ვი, მან გამ­ხდა, ისე, რო­გორც დათა თუ­თაშ­ხია ამ­ბობს..." - დას­ძი­ნა და­ნა­ნე­ბით შა­რი­ქა­ძემ.

"მხო­ლოდ ერთ ადა­მი­ან­თან აღარ მაქვს ურ­თი­ერ­თო­ბა, და­ნარ­ჩე­ნი ყვე­ლას­თან მაქვს კონ­ტაქ­ტი. ორი ჩემი სა­უ­კე­თე­სო ძმაა და ყვე­ლა­ფერ­ზე წამ­სვლე­ლე­ბი არი­ან, ნერ­ვი­უ­ლო­ბის­გან კი­ნა­ღამ მოკ­ვდნენ. ყვე­ლა­ზე მტკივ­ნე­უ­ლი ისაა, რომ ამ სი­სუ­ლე­ლე­ში რო­გორ მოვ­ყე­ვი. ნე­ტავ რაგ­ბის კავ­შირ­ში სცოდ­ნო­დათ, ეს ამ­ბა­ვი ჩა­კე­ტილ წრე­ში მოხ­და და სხვე­ბის და­სახ­მა­რებ­ლად გა­ვა­კე­თე. ერთ-ერთი მო­რაგ­ბის შარ­დის ფორ­მუ­ლა არ და­ემ­თხვა ძველ ნი­მუშს, მერე კი ვი­ღა­ცამ მის­ცა ინ­ფორ­მა­ცია, რომ ჩემი შარ­დი იყო გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი", - გა­ნა­ცხა­და მან.

29 ნო­ემ­ბერს "რკე­ნას“ პირ­ველ ღო­ნის­ძი­ე­ბა Fight Night-ზე მე­რა­ბი MMA-ში პირ­ველ ბრძო­ლას გა­მარ­თავს.

ambebi.ge