"გადასაყვანი ვარ კლინიკაშიო. ერთი დღე 300 ლარი ღირსო" - რა სჭირს მარტა ბარამიძეს?
ფოტოგრაფმა, გიორგი ცაავამ გაავრცელა ინფომაცია, რომ მარტა ბარამიძეს, რომელიც საზოგადოებისთვის ცნობილი პროექტ "მასტერშეფიდან" და სერიალ "ჩემი ცოლის დაქალებიდან" გახდა, საზოგადოების დახმარება სჭირდება.
„ჩემო მეგობრებო, ჩვენი დახმარება სჭირდება ძალიან კარგ, კეთილ და შრომისმოყვარე ადამიანს, მარტა ბარამიძეს. ის იბრძვის სიცოცხლისთვის და იმსახურებს იცოცხლოს," - წერდა გიორგი ცაავა.
მის პოსტს დიდი გამოხმაურება მოჰყვა, საზოგადოება დაინტერესდა, რა სჭირს მარტა ბარამიძეს.
"სიმსივნური წარმონაქმნი აქვს თავში, ახლა შაქარი დამივარდაო, გადასაყვანი ვარ კლინიკაშიო. ერთი დღე 300 ლარი ღირსო. საბოლოოდ, თურქეთში მკურნალობას და მისი პრობლემის მოგვარებას დაახოლებით, 60 000 ლარი სჭირდება," - ამბობს ცაავა.