"ნუ მაქცევთ მკვლელად, თქვენ ხედავთ 35-37კგ, ძაძებით შემოსილ ქალს, რომელიც უსუსურის შთაბეჭდილებას ტოვებს, მაგრამ ცდებით" - მოკლული მასწავლებლის დედა - კვირის პალიტრა

"ნუ მაქცევთ მკვლელად, თქვენ ხედავთ 35-37კგ, ძაძებით შემოსილ ქალს, რომელიც უსუსურის შთაბეჭდილებას ტოვებს, მაგრამ ცდებით" - მოკლული მასწავლებლის დედა

მოკლული მასწავლებლის, 26 წლის გიგა ავალიანის დედა, ეკა კუპატაძე მიმართვას ავრცელებს და მისი შვილის მკვლელების დასჯას მოითხოვს.

"ნუ მაქ­ცევთ მკვლე­ლად, თქვენ ხე­დავთ 35-37კგ, ძა­ძე­ბით შე­მო­სილ ქალს, რო­მე­ლიც უსუ­სუ­რის შთა­ბეჭ­დი­ლე­ბას ტო­ვებს, მაგ­რამ ცდე­ბით, შე­მიძ­ლია იმა­ზე მეტი, ვიდ­რე წარ­მო­გიდ­გე­ნი­ათ. ნუ და­ა­ფა­რებთ ხელს მკვლელს! საქ­მის პრო­კუ­რო­რე­ბო, ნუ ჩაყ­რით წყალ­ში იმ ვაჟ­კა­ცო­ბას, რაც აქამ­დე გა­მო­ამ­ჟღავ­ნეთ. ზე­წო­ლას ახ­დე­ნენ თქვენ­ზე? ნუ გე­ში­ნი­ათ, ჩვენ თქვენს გვერ­დით ვართ, თან უფრო ბევ­რი და ძლი­ე­რე­ბი ვართ! წა­უ­ყე­ნეთ მუხ­ლი სწო­რად" - ამ­ბობს ეკა კუ­პა­ტა­ძე.