"პა­ტიმ­რო­ბა კი არ მა­ში­ნებს, არა­მედ ის, რა დამ­ხვდე­ბა გა­რეთ - ქვე­ყა­ნა, რო­მე­ლიც თა­ვი­სუფ­ლე­ბის­თვის იბ­რძვის, თუ ტან­კე­ბის გა­რე­შე და­პყრო­ბი­ლი ქვე­ყა­ნა" - კვირის პალიტრა

"პა­ტიმ­რო­ბა კი არ მა­ში­ნებს, არა­მედ ის, რა დამ­ხვდე­ბა გა­რეთ - ქვე­ყა­ნა, რო­მე­ლიც თა­ვი­სუფ­ლე­ბის­თვის იბ­რძვის, თუ ტან­კე­ბის გა­რე­შე და­პყრო­ბი­ლი ქვე­ყა­ნა"

პა­ტიმ­რო­ბა არც ად­ვი­ლი და მარ­ტი­ვია, მაგ­რამ არც სა­ში­შია. მე პა­ტიმ­რო­ბა კი არ მა­ში­ნებს, არა­მედ ის, რა დამ­ხვდე­ბა გა­რეთ - ქვე­ყა­ნა, რო­მე­ლიც თა­ვი­სუფ­ლე­ბის­თვის იბ­რძვის, თუ ტან­კე­ბის გა­რე­შე და­პყრო­ბი­ლი ქვე­ყა­ნა, - ამის შე­სა­ხებ "ნეტ­გა­ზე­თი­სა" და „ბა­თუ­მე­ლე­ბის“ დამ­ფუძ­ნე­ბელ­მა, მზია ამაღ­ლო­ბელ­მა ქუ­თა­ი­სის სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლო­ში გა­ნა­ცხა­და.

მი­სი­ვე გან­ცხა­დე­ბით, დღეს ღირ­სე­ბა გა­დის კონ­სტი­ტუ­ცი­ის დაც­ვა­ზე.

"და­მა­ტე­ბა ჩემ­გან სა­მარ­თლებ­რივ ნა­წილ­ში არ არის. სათ­ქმე­ლი არა­ფე­რია გარ­და იმი­სა, რომ მად­ლი­ე­რე­ბა გამოვხატო ამ ღირ­სე­უ­ლი დაც­ვის­თვის…

ხმა, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან მაძ­ლი­ე­რებს. ვფიქ­რობ, რომ ჩემს გარ­და ეს ბევ­რი ადა­მი­ნის­თვის იქ­ნე­ბა ბრძო­ლის მა­გა­ლი­თი, გან­სა­კუთ­რე­ბით მათ­თვის, ვინც დე­მოკ­რა­ტი­ის­თვის იბ­რძვის… არ ვიცი, რო­დის გა­მო­ი­ტანთ გა­ნა­ჩენს და რამ­დე­ნად სა­მარ­თლი­ა­ნი იქ­ნე­ბა - რამ­დე­ნად ჩამ­ტო­ვებთ სი­ლის გაწ­ვნის­თვია სის­ხლის სა­მარ­თალ­ში…

არ ვსა­უბ­რობ სას­ჯელ­ზე, რად­გან იმ­დე­ნად რეპ­რე­სი­უ­ლი კა­ნო­ნე­ბი გვაქვს… ჩავ­თვა­ლოთ, რომ სა­სა­მარ­თლომ გა­მიშ­ვას სახ­ლში, მაგ­რამ იმ­დე­ნად რეპ­რე­სი­უ­ლი კა­ნო­ნე­ბი გვაქვს, შე­იძ­ლე­ბა მო­მაბ­რუ­ნონ გზი­დან…

იმ­დე­ნად რეპ­რე­სი­უ­ლი კა­ნო­ნე­ბი გვაქვს, რომ პირ­ბა­დის გამო შე­იძ­ლე­ბა და­გა­კა­ვონ… არ დავ­სვათ კი­თხვა რა­ტომ. რე­ჟიმს რაც დას­ჭირ­დე­ბა, იმას მო­ი­გო­ნებს. არ უნდა დავ­კარ­გოთ რწმე­ნა - რე­ჟი­მი არა­ერ­თხელ დაგ­ვა­პა­ტიმ­რებს იმი­ტომ, რომ შე­უ­რა­ცხყო­ფი­ლე­ბი ვი­ყოთ. პა­ტიმ­რო­ბა არც ად­ვი­ლი და მარ­ტი­ვია, მაგ­რამ არც სა­ში­შია. მე პა­ტიმ­რო­ბა კი არ მა­ში­ნებს, არა­მედ ის, რა დამ­ხვდე­ბა გა­რეთ - ქვე­ყა­ნა, რო­მე­ლიც თა­ვი­სუფ­ლე­ბის­თვის იბ­რძვის, თუ ტან­კე­ბის გა­რე­შე და­პყრო­ბი­ლი ქვე­ყა­ნა.

მგო­ნია, რომ სამ­შობ­ლოს სიყ­ვა­რუ­ლი და ღირ­სე­ბის შეგ­რძნე­ბა ისე­თია, თან­და­ყო­ლი­ლია. დღეს ღირ­სე­ბა გა­დის კონ­სტი­ტუ­ცი­ის დაც­ვა­ზე. მო­გი­წო­დებთ, ვიბ­რძო­ლოთ, სა­ნამ გვი­ა­ნი არ არის. ბრძო­ლა ბო­ლომ­დე!” - გა­ნა­ცხა­და მზია ამაღ­ლო­ბელ­მა სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე. მზია ამაღ­ლო­ბე­ლის აღ­ნიშ­ნულ გან­ცხა­დე­ბას „რა­დიო თა­ვი­სუფ­ლე­ბა“ ავ­რცე­ლებს.

შე­გახ­სე­ნებთ, ქუ­თა­ი­სის სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლო­ში „ბა­თუ­მე­ლე­ბი­სა“ და „ნეტ­გა­ზე­თის“ დამ­ფუძ­ნებ­ლის, მზია ამაღ­ლო­ბე­ლის სა­ჩივ­რის გან­ხილ­ვა გრძელ­დე­ბა. სხდო­მას ეს­წრე­ბა მზია ამაღ­ლო­ბე­ლიც.

მზია ამაღ­ლო­ბე­ლის ად­ვო­კა­ტე­ბი სა­ა­პე­ლა­ციო სა­ჩივ­რით მზია ამაღ­ლო­ბე­ლის მი­მართ გა­მო­ტა­ნი­ლი გა­ნა­ჩე­ნის გა­უქ­მე­ბას და გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას ითხო­ვენ. პრო­კუ­რა­ტუ­რა კი მზია ამაღ­ლო­ბე­ლი­სათ­ვის ბრა­ლი­სა და სას­ჯე­ლის დამ­ძი­მე­ბას მო­ი­თხოვს.

შე­გახ­სე­ნებთ, 6 აგ­ვის­ტოს, „ბა­თუ­მე­ლე­ბი­სა“ და „ნეტ­გა­ზე­თის“ დამ­ფუძ­ნე­ბელ მზია ამაღ­ლო­ბელს 2 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა შე­ე­ფარ­და. კერ­ძოდ, მას მსჯავ­რი წა­რუდ­გი­ნა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 353-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით, რო­მე­ლიც ით­ვა­ლის­წი­ნებს წი­ნა­აღ­მდე­გო­ბას, მუ­ქა­რას ან ძა­ლა­დო­ბას სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი წეს­რი­გის დამ­ცვე­ლის ან ხე­ლი­სუფ­ლე­ბის სხვა წარ­მო­მად­გენ­ლის მი­მართ. აღ­ნიშ­ნუ­ლი ქმე­დე­ბის­თვის სას­ჯე­ლის სა­ხით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლია ჯა­რი­მა, ში­ნა­პა­ტიმ­რო­ბა 2 წლამ­დე ვა­დით და ასე­ვე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა 2-დან 6 წლამ­დე ვა­დით.