"მო­ღა­ლა­ტე თუ ვი­ყა­ვი არ ვი­ცო­დი.ქვე­ყა­ნა­ში შე­მოს­ვლას შევ­ძლებთ თუ ვე­ღარ?"- როგორ ეხმაურება ნინი შერმადინი ხელისუფლების და­გეგ­მილ ცვლი­ლებს? - კვირის პალიტრა

"მო­ღა­ლა­ტე თუ ვი­ყა­ვი არ ვი­ცო­დი.ქვე­ყა­ნა­ში შე­მოს­ვლას შევ­ძლებთ თუ ვე­ღარ?"- როგორ ეხმაურება ნინი შერმადინი ხელისუფლების და­გეგ­მილ ცვლი­ლებს?

მომ­ღე­რა­ლი ნინი შერ­მა­დი­ნი, რო­მე­ლიც წლე­ბია ამე­რი­კა­ში ცხოვ­რობს ეხ­მა­უ­რე­ბა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის და­გეგ­მილ ცვლი­ლებს, რომ­ლის თა­ნახ­მად ად­გი­ლობ­რი­ვი თვით­მმარ­თვე­ლო­ბის არ­ჩევ­ნე­ბის მსგავ­სად, მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის არ­ჩევ­ნებ­ზეც ხმის მი­ცე­მას მხო­ლოდ სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო სა­ზღვრებ­ში შეძ­ლე­ბენ.

"უკაც­რა­ვად, დიდი ბო­დი­შის მოხ­დით, მო­ღა­ლა­ტე თუ ვი­ყა­ვი არ ვი­ცო­დი. ხმის უფ­ლე­ბის ჩა­მორ­თმე­ვის შემ­დეგ, მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა­საც ხომ არ ჩა­მოგ­ვარ­თმევთ? ქვე­ყა­ნა­ში შე­მოს­ვლას შევ­ძლებთ თუ ვე­ღარ? მად­ლო­ბა

პ.ს სა­ქარ­თვე­ლო­ში მშობ­ლე­ბის დაკ­რძალ­ვა­ზე ვერ ჩა­მო­დის ხალ­ხი, ახ­ლობ­ლე­ბის, მე­გობ­რე­ბის ნა­თე­სა­ვე­ბის, ზოგს ვიზა ჭირ­დე­ბა, ზოგს სა­შუ­ა­ლე­ბა არ აქვს, ზოგს სა­ბუ­თი... ასე ხა­ზის გა­დას­მა ემიგ­რან­ტებ­ზე ნორ­მა­ლუ­რია თქვე­ნის აზ­რით? თო­რემ ჩემი ხმა რომ არა­ფერს წყვეტს, ამას დიდი ხა­ნია მივ­ხვდი... იქ­ნებ დახ­ვრე­ტაც შე­მო­ი­ღოთ მო­ღა­ლა­ტე­ებ­ზე... დიდი მად­ლო­ბა მე­გობ­რე­ბო" - წერს შერ­მა­დი­ნი.