საქართველოს ნაკრები ბულგარეთთან 1:2 დამარცხდა
მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირის ბოლო, მეექვსე ტურში საქართველოს ნაკრები გასვლაზე აუტსაიდერ ბულგარეთთან 1:2 დამარცხდა.
ჩვენმა გუნდმა თავიდანვე შეუტია და გოლი გაუშვა - ლოჩოშვილის შეცდომას დიმიტროვის მიერ საჯარიმოში ჩაწოდება მოჰყვა, სადაც რუსევმა ყველას დაასწრო და მამარდაშვილის კარი დალაშქრა. მერე კვარაცხელიას დარტყმული ბურთი ოდნავ ასცდა მიზანს. სწრაფი კონტრიერიშისას ჩვენი გუნდის დაცვა ორჯერ ჩავარდა, ჯერ რუსევი ლოჩოშვილთან ბრძოლაში წაიქცა და მსაჯმა ბოლო იმედის ჯარიმა არ დააფიქსირა, მალე კი კრასტევმა გაგვიტანა. მწვრთნელმა სანიოლმა შეტევის გასაძლიერებლად მექვაბიშვილი ქვილითაიათი შეცვალა. კიტეიშვილის კუთხურიდან ჩაწოდებული ბურთი კაშიამ ახლო მანძილიდან კარში ვერ გადაგზავნა და პირველი ტაიმი 2:0 დასრულდა.
შესვენების შემდეგ „ჯვაროსნები“ შტურმზე გადავიდნენ, ქვილითაიას მეკარე მიტოვმა არ გაატანინა, დავითაშვილმა და ხვიჩამ შორიდან ვერ უწიეს მიზანს, ხოლო ლოჩოშვილმა ანგარიში შეამცირა და საბოლოოდ ბულგარეთმა გაიმარჯვა.