“გაჩუმდი გოჭო!“ - დონალდ ტრამპმა რეპორტიორ ქალს შეკითხვის დასმის უფლება არ მისცა: აშშ-ის პირველ პირს უხეშობისთვის აკრიტიკებენ - კვირის პალიტრა

“გაჩუმდი გოჭო!“ - დონალდ ტრამპმა რეპორტიორ ქალს შეკითხვის დასმის უფლება არ მისცა: აშშ-ის პირველ პირს უხეშობისთვის აკრიტიკებენ

აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტი დო­ნალდ ტრამ­პი კი­დევ ერთხელ მო­ექ­ცა ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში მას შემ­დეგ, რაც ქალს რე­პორ­ტი­ორს გა­ჩუ­მე­ბის­კენ მკაც­რად მო­ი­წო­და.

“გა­ჩუმ­დი გოჭო!“ - ეუბ­ნე­ბა აშშ-ის­პირ­ვე­ლი პირი რე­პორ­ტი­ორს მას შემ­დეგ, რაც ქალ­მა ჰკი­თხა თუ რა­ტომ არ სურ­და ეპშ­ტე­ი­ნის დარ­ჩე­ნი­ლი ფა­ი­ლე­ბის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბა.ინ­ცი­დენ­ტი გა­სულ კვი­რას მოხ­და, თუმ­ცა აღ­ნიშ­ნუ­ლი ვი­დეო ინ­ტერ­ნეტ­ში დღეს გავ­რცელ­და.

მე­მარ­ცხე­ნე პო­ლი­ტი­კურ­მა ორ­გა­ნი­ზა­ცია Occupy Democrats-მა ტრამ­პი გა­აკ­რი­ტი­კა.

„ეს არის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის პრე­ზი­დენ­ტი. ასე ეპყრო­ბა ის პრე­სას და სხვა ზრდას­რუ­ლებს. ამე­რი­კას შე­უძ­ლია ბევ­რად უკე­თე­სი იყოს,“ - აღ­ნიშ­ნუ­ლია მათ გან­ცხა­დე­ბა­ში.

კი­დევ ერ­თმა ამე­რი­კულ­მა პო­ლი­ტი­კურ­მა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ, Really American-მა, აღ­ნიშ­ნუ­ლი ფაქ­ტი „ამაზ­რზენ მო­მენ­ტად“ შე­ა­ფა­სა და დო­ნალდ ტრამპს “არა­ა­დეკ­ვა­ტუ­რი“ უწო­და.

გა­სულ კვი­რას გა­მოქ­ვეყ­ნდა 23 000 ფა­ი­ლი, რო­მელ­შიც ეპშ­ტე­ი­ნი ამ­ტკი­ცებ­და, რომ დო­ნალდ ბა­ტო­ნი ტრამ­პი მის სახ­ლში სა­ა­თო­ბით ატა­რებ­და დროს. თუმ­ცა თა­ვის მხრივ, დო­ნალდ ტრამპმა არა­ერ­თხელ უარ­ყო აღ­ნიშ­ნუ­ლი.

წყა­რო