კომპრომატების დიდი სამამულო ომი - კვირის პალიტრა

კომპრომატების დიდი სამამულო ომი

როგორი იმედი მქონდა, რომ ეს არჩევნები პირველი არჩევნები იქნებოდა, როდესაც გადამწყვეტი როლი საარჩევნო პროგრამებს, დაპირებებს და შემოთავაზებებს მიენიჭებოდა. ჩვენც ვიდქეით და ხელისუფლების, თუ "ქართული ოცნების" დაპირებებს განვიხილავდით, ვაკრიტიკებთ და ა. შ., მაგრამ ვიღას აინტერესებს პროგრამები. ციხის ცნობილი კადრების შემდეგ ყველაფერმა აზრი დაკარგა, ყველაფერი თავდაყირა დადგა, ჩვენ ისევ გვთავაზობენ, რომ არჩევანი იმის მიხედვით გავაკეთოთ ვინ უფრო ცუდია.

ბოლო ერთი კვირაა მთავარი ოპონენტები საზოგადოებისთვის მხოლოდ იმის დამტკიცებას ცდილობენ, რომ მის მოწინაღმდეგე ბანაკში უბრლაოდ ნაძირლები არიან გაერთიანებულნი. არჩევნებმადე რამდნეიმე დღით ადრე იმაზე მიდის დავა, ვისი კომპრომატი უფრო ძლიერი და დამანგრეველი იყო. ციხის კადრების შემდეგ ხელისუფლებამ გამოყარა და გამოყარა ფარული ჩანაწერები, თუმცა სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ ერთი მხარეც და მეორეც ამ კომპორმატების გამოქვეყნებასთან კავშირს უარყოფს., თუმცა საზოგადოებაში ეს ყველაფერი მიანც ორ დაპირისპირებულ ბანაკს შორის გამართულ კომპორომატების დაუნდობელ ომად აღიქმება. სამართლიანობა ასევე მოითხვს აღინიშნოს, რომ ციხის კადრებს, თავისი მნიშვნელობით, სიმძიმით ვერცერთი სხვა ჩანაწერები ვერ შეედრება, რადგან იქ არის ასახული დანაშაული, სადიზმი, უმსგავსობა, ყველაფერი ერთად. იმ კადრება საზოგადოების თვალში ხელისუფლების აღქმა მთლიანად შეცვალა, ციხის კადრებმა გააკეთა ის, რომ აწი მოსახლეობის დიდი ნაწილი "ნაციონალურ მოძროაბაზე" ყველანაირ სისაძაგლეს დაიჯერებს, ისე რომ არც დაფიქრდება. ბუნებრივია, ვერც იმას ვიტყვით, რომ "ქართული ოცნების" წინააღმდეგ გამოქვეყნებულმა ფარულმა ჩაანწერებმა კოლიცია არ დააზარალა, თუმცა მნიშვნელობით იმ კადრებს ბუნებრივია, ვერაფრით შეედერება იმის გაგება, რომ კოლაიციაში გაერთიანებული პოლიტიკოსები უზრდლები არიან და ერთმანეთს ვერ იტანენ, თუ, რა თქმა უნდა, ის ფარული ჩანაწერები გაყალბებული არაა. ამას იმიტომ ვამბობ, რომ კოალიციაში სწორედ ამას ამტკიცებენ. თუმცა თუ მეორე მხრიდან შევხედავთ, აბა, ახლა სხვა რა უნდა თქვან?

ის რომ აღიარონ, ეს ყველაფერი მართალიაო, დღესვე უნდა დაიშალონ. გუბაზის ფრაზა, პოლიტკაში იმიტომ მოვდივარ, მილიონერი უნდა გახვდეო, ხომ საერთოდ, ყველაფრის მწვერვალია. ამიტომ საქმე მარტივად არც მეორე მხარისთვისაა, თუმცა როგორც უკვე ვთქვი, ეს ყველაფერი მართალიც რომ იყოს, ციხის კადრებს ვერაფრით გადაწონის. ამას ალბათ ხელისუფლებაც გრძნობს და ერთმანეთის მიყოლებით ყრის ფარულ ჩანაწერებს. არანარი დანდობა! მე ცუდად გამოვჩნდი? საზოგადოება ნახავს, რომ ჩემზე უარესი ხარ! - დღეს ესაა ხელისუფლების მთავარი გზავნილი წინასაარჩევნოდ! არ გეყო ციხის კადრები? კიდევ ნახავს ხალხი თქვენს ნაძირლობას! - ასე მუშოაბს ბოლო დრეებში "ქართული ოცნება". ამიტომაც ხალხი მათგან კიდევ ელოდება ჩანაწერებს. კომპრომატებით ასეთი დაბომბვა ჯერ საქართვლეოში არ გვინახავს. ეს უბრალოდ კომპრომატების ომი აღარაა, ეს კომპორომატების პირველი დიდი სამამულო ომია.