კონგრესმა ეპშტეინის ფაილების გასაჯაროების შესახებ კანონპროექტი დაამტკიცა, რომელშიც, დიდი ალბათობით, ტრამპიც ფიგურირებს - დაადებს ვეტოს აშშ-ს პრეზიდენტი? - კვირის პალიტრა

კონგრესმა ეპშტეინის ფაილების გასაჯაროების შესახებ კანონპროექტი დაამტკიცა, რომელშიც, დიდი ალბათობით, ტრამპიც ფიგურირებს - დაადებს ვეტოს აშშ-ს პრეზიდენტი?

აშშ-ის წარ­მო­მად­გე­ნელ­თა პა­ლა­ტამ სამ­შა­ბათს თით­ქმის ერ­თხმად და­უ­ჭი­რა მხა­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას, გა­მოქ­ვეყ­ნდეს ჯეფ­რი ეპშ­ტე­ი­ნის საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ყვე­ლა მა­სა­ლა. ეპშ­ტე­ი­ნი - მსჯავ­რდა­დე­ბუ­ლი პე­დო­ფი­ლი, ფი­ნან­სის­ტი დო­ნალდ ტრამ­პის მე­გო­ბა­რი იყო, რო­მელ­თა­ნაც, პრე­ზი­დენ­ტის თქმით, 2000-ია­ნე­ბის და­სა­წყის­ში გა­წყვი­ტა კავ­ში­რი, ანუ ეპშ­ტე­ი­ნის პირ­ვე­ლი და­პა­ტიმ­რე­ბი­დან ორი წლით ადრე. მა­ლე­ვე

სე­ნატ­მა კა­ნონპ­რო­ექ­ტი გან­ხილ­ვის გა­რე­შე და­ამ­ტკი­ცა.

წარ­მო­მად­გე­ნელ­თა პა­ლა­ტა­ში ინი­ცი­ა­ტი­ვას მხა­რი და­უ­ჭი­რა ორი­ვე პარ­ტი­ის 427 კონ­გრეს­მენ­მა; წი­ნა­აღ­მდეგ მხო­ლოდ ერთი წა­ვი­და.

კა­ნონპ­რო­ექ­ტი სა­ხელ­წო­დე­ბით "ეპშ­ტე­ი­ნის ფა­ი­ლე­ბის გამჭვირ­ვა­ლო­ბის კა­ნო­ნი“ (Epstein Files Transparency Act) ორ­პარ­ტი­უ­ლი ინი­ცი­ა­ტი­ვით იქნა წარ­დგე­ნი­ლი.

ამის შემ­დეგ სე­ნა­ტის დე­მოკ­რატ­თა ლი­დერ­მა ჩაკ შუ­მერ­მა შეს­თა­ვა­ზა, დო­კუ­მენ­ტი ერ­თხმად, გან­ხილ­ვის გა­რე­შე მი­ე­ღოთ. სე­ნა­ტო­რებს აზრი არ გა­მო­უთ­ქვამთ, რის შე­დე­გა­დაც კა­ნონპ­რო­ექ­ტი მი­ღე­ბუ­ლად გა­მო­ცხად­და. ახლა ის ტრამპს ეგ­ზავ­ნე­ბა ხელ­მო­სა­წე­რად - პრე­ზი­დენტს ვე­ტოს გა­მო­ყე­ნე­ბის უფ­ლე­ბა აქვს.

თუ პრე­ზი­დენ­ტი ვე­ტოს არ გა­მო­ი­ყე­ნებს, ან თუ კონ­გრე­სი ვე­ტოს დაძ­ლევს, აშშ-ის იუს­ტი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტი ვალ­დე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა გა­მო­აქ­ვეყ­ნოს ყვე­ლა უკვე არა­სა­ი­დუმ­ლო მა­სა­ლა, დო­კუ­მენ­ტი, მი­მო­წე­რა და გა­მო­ძი­ე­ბის მო­ნა­ცე­მი.

გა­სულ უქ­მე­ებ­ზე დო­ნალდ ტრამპმა მო­უ­წო­და რეს­პუბ­ლი­კელ კონ­გრეს­მე­ნებს, მხა­რი და­ე­ჭი­რათ კა­ნო­ნის­თვის და გა­ნა­ცხა­და, რომ "და­სა­მა­ლი არა­ფე­რი აქვს“.

თუმ­ცა პრე­ზი­დენტს უკვე გა­აჩ­ნია უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა, ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის ნე­ბის­მი­ე­რი დო­კუ­მენ­ტი გა­მო­აქ­ვეყ­ნოს; სპე­ცი­ა­ლუ­რი კა­ნო­ნის მი­ღე­ბა ამის­თვის აუ­ცი­ლე­ბე­ლი არ არის - ინი­ცი­ა­ტო­რებ­მა იგი მა­ინც შე­ი­მუ­შა­ვეს იმის­თვის, რომ ტრამ­პი აი­ძუ­ლონ გა­ა­სა­ჯა­რო­ოს ეს დო­კუ­მენ­ტე­ბი.

მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, დე­მოკ­რატ­მა კონ­გრეს­მენ­მა რო­ბერტ გარ­სი­ამ, კენ­ჭისყ­რის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, გა­ნა­ცხა­და, რომ დო­ნალდ ტრამ­პი "პა­ნი­კა­შია და ცდი­ლობს შე­ა­ჩე­როს ჩვე­ნი გა­მო­ძი­ე­ბა“.

გა­სულ კვი­რას დე­მოკ­რატ­მა კონ­გრეს­მე­ნებ­მა გა­მო­აქ­ვეყ­ნეს სამი ელექტრო­ნუ­ლი მი­მო­წე­რის ჯაჭ­ვი, მათ შო­რის ეპშ­ტე­ინ­სა და მის გრძელ­ვა­დი­ან პარტნი­ორ გის­ლე­ინ მაქსველს შო­რის, რო­მე­ლიც ამ­ჟა­მად 20-წლი­ან სას­ჯელს იხ­დის სექ­სუ­ა­ლუ­რი ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ის მიზ­ნით ადა­მი­ა­ნე­ბით ვაჭ­რო­ბის­თვის. წე­რი­ლებ­ში ტრამ­პიც არის მოხ­სე­ნე­ბუ­ლი, თუმ­ცა არ არ­სე­ბობს მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა, რომ ის რა­ი­მე და­ნა­შა­ულ­თან იყო და­კავ­ში­რე­ბუ­ლი.

გა­სულ კვი­რას, ტრამ­პი და მისი კავ­ში­რე­ბი ეპშ­ტე­ინ­თან კვლავ ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში მო­ექ­ცა მას შემ­დეგ, რაც გა­მოქ­ვეყ­ნდა დო­კუ­მენ­ტის 20 000-ზე მეტი გვერ­დი დო­კუ­მენ­ტი, რომ­ლის ნა­წილ­ში პრე­ზი­დენ­ტიც იყო ნახ­სე­ნე­ბი. ამ ფა­ი­ლებ­ში ეპშ­ტე­ი­ნი ამ­ტკი­ცებ­და, რომ დო­ნალდ ბა­ტო­ნი ტრამ­პი მის სახ­ლში სა­ა­თო­ბით ატა­რებ­და დროს. თუმ­ცა თა­ვის მხრივ, დო­ნალდ ტრამპმა არა­ერ­თხელ უარ­ყო აღ­ნიშ­ნუ­ლი.

ცნო­ბის­თვის, ფი­ნან­სისტ ჯეფ­რი ეპშ­ტე­ინს სექ­სუ­ა­ლუ­რი ტრე­ფი­კინ­გის საქ­მე­ზე ბრა­ლი 2019 წელს წა­უ­ყე­ნეს. ოფი­ცი­ა­ლუ­რი ცნო­ბე­ბით, ეპშ­ტე­ი­ნი ათო­ბით არას­რულ­წლო­ვა­ნის სექ­სუ­ა­ლურ ტრე­ფი­კინგს ეწე­ო­და. მან ცი­ხე­ში სი­ცო­ცხლე თვით­მკვლე­ლო­ბით და­ას­რუ­ლა