მედიამ ფეხბურთელს წლების წინანდელი სკანდალი გაუხსენა: რონალდუ პირველად ჩადის აშშ-ში, თითქმის 10 წლის შემდეგ, არაბეთის პრინცთან ერთად - კვირის პალიტრა

მედიამ ფეხბურთელს წლების წინანდელი სკანდალი გაუხსენა: რონალდუ პირველად ჩადის აშშ-ში, თითქმის 10 წლის შემდეგ, არაბეთის პრინცთან ერთად

გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, კრიშ­ტი­ა­ნუ რო­ნალ­დუს დღეს თეთრ სახ­ლში აშშ-ს პრე­ზი­დენ­ტი დო­ნალდ ტრამ­პი უმას­პინ­ძლებს.

40 წლის პორ­ტუ­გა­ლი­ე­ლი ფეხ­ბურ­თე­ლი ათი წლის შემ­დეგ, პირ­ვე­ლად ჩა­დის აშშ-ში არა­ბე­თის დე­ლე­გა­ცი­ის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში, რო­მელ­საც გვირ­გვი­ნო­სა­ნი პრინ­ცი მუ­ჰა­მედ ბინ სალ­მა­ნი ხელ­მძღვა­ნე­ლობს.

აშშ-ში რო­ნალ­დუმ ბო­ლოს 2014 წელს, მი­ჩი­გა­ნის სტა­დი­ონ­ზე “რეალ მად­რი­დი­სა“ “მან­ჩეს­ტერ იუ­ნა­ი­ტედს“ შო­რის გა­მარ­თულ მატჩში ითა­მა­შა, რო­მელ­საც 109 318 მა­ყუ­რე­ბე­ლი და­ეს­წრო.

სკან­და­ლი, რომ­ლის შემ­დეგ რო­ნალ­დუ ამე­რი­კა­ში აღარ ჩა­სუ­ლა

2017 წელს Football Leaks-იდან გა­ჟო­ნი­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­ხედ­ვით, რო­ნალ­დუს 2009 წე­ლის მომ­ხდარ გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბის შემ­თხვე­ვა­ში ედე­ბო­და ბრა­ლი.

კეტ­რინ მა­ი­ორ­გამ გა­ნა­ცხა­და, რომ ფეხ­ბურ­თელ­მა იგი ლას-ვე­გა­სის სას­ტუმ­როს ნო­მერ­ში მას შემ­დეგ გა­ა­უ­პა­ტი­უ­რა, რაც ღა­მის კლუბ­ში გა­იც­ნო. რო­ნალ­დუ ბრალ­დე­ბას ყო­ველ­თვის უარ­ყოფ­და; 2010 წელს მის­მა წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა საქ­მე სა­სა­მარ­თლოს გა­რე­შე შე­თან­ხმე­ბით და­ას­რუ­ლეს, რა­შიც ფეხ­ბურ­თელს 375 000 დო­ლა­რის გა­დახ­და მო­უ­წია.2018 წელს ლას-ვე­გა­სის პო­ლი­ცი­ამ გა­მო­ძი­ე­ბა კვლავ გა­ნა­ახ­ლა, მაგ­რამ მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის უკ­მა­რი­სო­ბის გამო საქ­მე და­ი­ხუ­რა. მა­ი­ორ­გას ად­ვო­კა­ტებ­მა კი­დევ ერთი სარ­ჩე­ლი შე­ი­ტა­ნეს, რო­მე­ლიც ფე­დე­რა­ლურ­მა მო­სა­მარ­თლემ უარ­ყო და გა­ნა­ცხა­და რომ მა­ი­ორ­გას ად­ვო­კა­ტი “არა­კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რად“ მოქ­მე­დებ­და“ .

წელს პრე­ზი­დენტ ტრამპს პორ­ტუ­გა­ლი­ის ნაკ­რე­ბის მა­ი­სუ­რი გა­დას­ცეს, რო­ნალ­დუს ხელ­მო­წე­რით და წარ­წე­რით: "პრე­ზი­დენტ დო­ნალდ ჯ. ტრამ­პის­თვის – ვთა­მა­შობთ მშვი­დო­ბის­თვის“.

თა­ვად კრიშ­ტი­ა­ნუმ ცოტა ხნის წინ მი­ცე­მულ ინ­ტერ­ვი­უ­ში თქვა, რომ ტრამ­პთან შეხ­ვედ­რა სურ­და.

“იგი იმ ადა­მი­ა­ნებს მი­ე­კუთ­ვნე­ბა, ვი­საც მსოფ­ლი­ოს შეც­ვლა შე­უძ­ლია. ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ადა­მი­ა­ნია, აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტი. კარ­გია თუ ერ­თმა­ნეთს და­ვეხ­მა­რე­ბით ამის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­ში. მინ­და ოდეს­მე შევ­ხვდე, რად­გან ერთ-ერ­თია ვი­საც ნამ­დვი­ლად შე­უძ­ლია მიზ­ნის მიღ­წე­ვა, მომ­წონს ასე­თი ადა­მი­ა­ნე­ბი“ გა­ნა­ცხა­და ფეხ­ბურ­თელ­მა.

წყა­რო