"ცო­ცხლად და­მარ­ხვა თა­ნა­მედ­რო­ვე "იუ­თუ­ბე­რებ­შიც" ძა­ლი­ან პო­პუ­ლა­რუ­ლია, მათ შო­რის, სა­ქარ­თვე­ლო­ში" - ვინ იყო კაცი, რომელმაც წლების წინ კუბოში 61 დღე გაძლო და ვინ არიან თანამედროვე "რეკორდსმენები", მათ შორის, ქართველი "იუთუბერი" - კვირის პალიტრა

"ცო­ცხლად და­მარ­ხვა თა­ნა­მედ­რო­ვე "იუ­თუ­ბე­რებ­შიც" ძა­ლი­ან პო­პუ­ლა­რუ­ლია, მათ შო­რის, სა­ქარ­თვე­ლო­ში" - ვინ იყო კაცი, რომელმაც წლების წინ კუბოში 61 დღე გაძლო და ვინ არიან თანამედროვე "რეკორდსმენები", მათ შორის, ქართველი "იუთუბერი"

1968 წელს მიქ მი­ენ­მა, ღა­რიბ­მა, თუმ­ცა უკი­დუ­რე­სად შე­უ­პო­ვარ­მა ირ­ლან­დი­ელ­მა მუ­შამ და­ი­ფი­ცა რომ მი­წა­ში ცო­ცხლად და­მარ­ხუ­ლი ყვე­ლა­ზე დიდ­ხანს გაძ­ლებ­და.

21 თე­ბერ­ვალს, ლონ­დო­ნის ირ­ლან­დი­უ­რი თე­მის ცენ­ტრში, კილ­ბერნ­ში, მან ამ საქ­მის­თვის სპე­ცი­ა­ლუ­რად შექ­მნი­ლი კუ­ბოც წა­რად­გი­ნა.

190 სმ სიგ­რძის და 76 სმ სი­გა­ნის ნა­კე­თო­ბა შიდა მხრი­დან პე­ნოპ­ლას­ტით იყო და­ფა­რუ­ლი, ჰქონ­და სა­ჰა­ე­რო მილი და საკ­ვე­ბის მი­სა­წო­დე­ბე­ლი არხი. მუ­შებ­მა კუბო სა­დაც მიქი იმ­ყო­ფე­ბო­და ამ მიზ­ნის­თვის გა­თხრილ “საფ­ლავ­ში“ ჩა­დეს და მი­წაც და­ა­ყა­რეს. მი­ე­ნი აცხა­დებ­და, რომ იქ 61 დღე გაძ­ლებ­და და რე­კორ­დის მოხ­სნით გამ­დიდ­რდე­ბო­და… მაგ­რამ ერთი პე­ნიც ვერ იშო­ვა.

მიქ მი­ე­ნის ბედი დო­კუ­მენ­ტურ ფილმ "კვლავ ცო­ცხლად და­მარ­ხულ­შია" ასა­ხუ­ლი, რო­მე­ლიც ადა­მი­ა­ნურ გამ­ძლე­ო­ბა­ზე ფიქ­რით შე­პყრო­ბილ შო­უ­მე­ნე­ბის ის­ტო­რი­ებ­ზე გვე­სა­უბ­რე­ბა.

მიქი თავ­და­პირ­ვე­ლად მოკ­რი­ვის კა­რი­ე­რა­ზე ოც­ნე­ბობ­და, მაგ­რამ სპორ­ტუ­ლი ტრავ­მის შემ­დეგ იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და ლონ­დონ­ში გა­თხრებ­ზე და­ე­წყო მუ­შა­ო­ბა, ერთხელ, ნან­გრე­ვე­ბის ქვეშ მო­ყო­ლი­ლი გა­დარ­ჩა, ახა­ლი იდე­აც ამის შემ­დეგ გა­უჩ­ნდა ."ცო­ცხლად და­მარ­ხვის" ტრენ­დი, 1920-იან წლებ­ში კა­ლი­ფორ­ნი­ა­ში და­ი­წყო და 1960-ია­ნებ­ში სა­ნა­ხა­ობ­რივ შე­ჯიბ­რე­ბად იქცა. მი­ე­ნის მთა­ვა­რი მო­წი­ნა­აღ­მდე­გე ტე­ხა­სე­ლი ბილ უა­ი­თი იყო , რო­მელ­მაც 55-დღი­ა­ნი რე­კორ­დი და­ამ­ყა­რა.

პაბ Admiral Nelson -ში სა­ჯა­რო ჩვე­ნე­ბის შემ­დეგ, მი­ე­ნის კუბო და­ლუ­ქეს და და­სა­მარ­ხად წა­ი­ღეს.

კუ­ბოს ქვეშ და­ტა­ნე­ბუ­ლი პა­ტა­რა ჭიშ­კა­რი სა­პირ­ფა­რე­შოს როლს ას­რუ­ლებ­და, ხოლო სა­ტე­ლე­ფო­ნო ხაზი მი­ქის სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევ­და გარე სამ­ყა­როს და­კავ­ში­რე­ბუ­ლი­ყო, თუმ­ცა ზარი ფა­სი­ა­ნი იყო, რომ­ლის გა­და­სა­ხადს შო­უ­მენ­თან სა­უბ­რის მსურ­ვე­ლე­ბი იხ­დიდ­ნენ.

ყო­ველ­დღი­უ­რი რუ­ტი­ნა ერ­თმა­ნეთს ჰგავ­და. ვარ­ჯი­ში, კი­თხვა და პე­რი­ო­დუ­ლი კავ­ში­რი გარე სამ­ყა­როს­თან .

61 დღის შემ­დეგ კუბო ამო­თხა­რეს.

"კი­დევ ას დღეს გა­ვუძ­ლებ­დი. ბედ­ნი­ე­რი ვარ, რომ მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნი გავ­ხდი" - გა­ნა­ცხა­და მზის შუქ­ზე ამო­სულ­მა, წვერ­მოშ­ვე­ბულ­მა მე­ინ­მა, რო­მელ­საც თვა­ლებ­ზე შავი სათ­ვა­ლე­ე­ბი ჰქონ­და მორ­გე­ბუ­ლი.

თუმ­ცა მოვ­ლე­ნე­ბი ისე არ გან­ვი­თარ­და, რო­გორც მას ეგო­ნა - ვი­ეტ­ნა­მის ომმა და მარ­ტინ ლუ­თერ კინ­გის მკვლე­ლო­ბამ ყუ­რა­დღე­ბა გა­და­ი­ტა­ნა — მე­დი­ის ინ­ტე­რე­სი გაქ­რა, მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი სპონ­სო­რებ­თან შე­თან­ხმე­ბაც ჩა­ი­შა­ლა.

ამ უსა­მარ­თლო­ბას ისიც და­ე­მა­ტა, რომ მისი მიღ­წე­ვა ოფი­ცი­ა­ლუ­რად არც კი და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლა. მე­ტო­ქემ, ტიმ ჰე­ის­მა, რე­კორ­დი გა­აპ­რო­ტეს­ტა, ხოლო იმა­ვე წელს ყო­ფი­ლი მო­ნა­ზონ­მა, ემა სმიტ­მა ახლი რე­კორ­დი და­ამ­ყა­რა, რო­დე­საც და­მარ­ხულ­მა 101 დღე გაძ­ლო .

ქარ­თვე­ლი "იუ­თუ­ბე­რი", რო­მელ­მაც კუ­ბო­ში 8 დღე იცხოვ­რა:

ცო­ცხლად და­მარ­ხვა თა­ნა­მედ­რო­ვე "იუ­თუ­ბე­რებ­შიც" ძა­ლი­ან პო­პუ­ლა­რუ­ლია, მათ შო­რის სა­ქარ­თვე­ლო­ში.

გააგრძელეთ კითხვა