"ჩემი შვილი თქვენი ფანია" - რონალდუ, მასკი და სხვა ცნობილი ადამიანები თეთრ სახლში საუდის არაბეთის პრინცის პატივსაცემად გამართულ ვახშამზე (ფოტოები) - კვირის პალიტრა

"ჩემი შვილი თქვენი ფანია" - რონალდუ, მასკი და სხვა ცნობილი ადამიანები თეთრ სახლში საუდის არაბეთის პრინცის პატივსაცემად გამართულ ვახშამზე (ფოტოები)

თეთრ სახ­ლში აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტმა დო­ნალდ ტრამპმა სა­უ­დის არა­ბე­თის მემ­კვიდ­რე პრინ­ცის, მო­ჰა­მედ ბინ სალ­მა­ნი მი­ი­ღო და მის პა­ტივ­სა­ცე­მად ვახ­შა­მიც გა­მარ­თა.

ვახ­შამს არა­ერ­თი ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნი ეს­წრე­ბო­და, მათ შო­რის იყო ფეხ­ბურ­თის პორ­ტუ­გა­ლი­ე­ლი ვარ­სკვლა­ვი, კრიშ­ტი­ა­ნუ რო­ნალ­დუ, სა­ცო­ლეს­თან, ჯორ­ჯი­ნა როდ­რი­გეს­თან ერ­თად, ილონ მას­კი, ასე­ვე აშშ-ის­პირ­ვე­ლი ლედი, მე­ლა­ნია ტრამ­პი.ღო­ნის­ძი­ე­ბის და­წყე­ბამ­დე აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტმა დო­ნალდ ტრამპმა გა­ნა­ცხა­და, რომ მის­თვის "პა­ტი­ვია რო­ნალ­დუს მას­პინ­ძლო­ბა".

"ჩემი შვი­ლი რო­ნალ­დუს დიდი გულ­შე­მატ­კი­ვა­რია. ბა­რონს მას­თან შეხ­ვედ­რა მო­უ­წია და ვფიქ­რობ, რომ ახლა უფრო დიდ პა­ტივს მცემს, რად­გან მის კუ­მირ­თან შეხ­ვედ­რის შე­საძ­ლებ­ლო­ბა მი­ვე­ცი", - გა­ნა­ცხა­და დო­ნალდ ტრამპმა.

ტრამპმა სა­უ­დის არა­ბე­თის პრინ­ცი სამ­ხედ­რო პა­ტი­ვით მი­ი­ღო და გა­ნა­ცხა­და, რომ აშშ-სა­უ­დის არა­ბე­თის ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი არას­დროს ყო­ფი­ლა ასე­თი კარ­გი. ბინ სალ­მა­ნის სტუმ­რო­ბამ­დე, ტრამპმა ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, რომ აშშ სა­უ­დის არა­ბეთს F-35 გა­მა­ნად­გუ­რე­ბელ თვითმფრი­ნა­ვებს მიჰ­ყი­დის. ოვა­ლურ კა­ბი­ნეტ­ში, პრინცმა გან­მარ­ტა, რომ სა­უ­დის არა­ბე­თი აშშ-ში და­გეგ­მილ 600 მი­ლი­არ­დი დო­ლა­რის ინ­ვეს­ტი­ცი­ას 1 ტრი­ლი­ონ დო­ლა­რამ­დე გაზ­რდის.

თეთრ სახ­ლში ეს სალ­მა­ნის პირ­ვე­ლი ვი­ზი­ტია მას შემ­დეგ, რაც Washington Post-ის ჟურ­ნა­ლის­ტი და ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა დამ­ცვე­ლი ჯა­მალ ხა­შო­გი 2018 წელს სტამ­ბოლ­ში, სა­უ­დის არა­ბე­თის მთავ­რო­ბის წევ­რებ­მა მოკ­ლეს. შეხ­ვედ­რი­სას, ერთ-ერ­თმა ჟურ­ნა­ლის­ტებ­მა პრინცს ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით შე­კი­თხვა და­უს­ვა, რის გა­მოც ტრამ­პის კრი­ტი­კა და­იმ­სა­ხუ­რა.

წაიკითხეთ ვრცლად და იხილეთ ფოტოები