"მულტიმილიონერებს არაფერი ესაქმებათ პოლიტიკაში... სიმდიდრე თანასწორად უნდა გადანაწილდეს" - რა შეთანხმებას სთავაზობს მიხეილ სააკაშვილი საზოგადოებას - კვირის პალიტრა

"მულტიმილიონერებს არაფერი ესაქმებათ პოლიტიკაში... სიმდიდრე თანასწორად უნდა გადანაწილდეს" - რა შეთანხმებას სთავაზობს მიხეილ სააკაშვილი საზოგადოებას

"მინდა იმ ხალხს ვუპასუხო ვინც რეგულარულად წერს "ყოფილი ქოცი არ არსებობს". ეს არის სრულიად არასწორი მიდგომა. დემოკრატია თუ გვსურს, ის სწორედ ასე მუშაობს -ერთი და იგივე ხალხი სხვადასხვა დროს იღებს ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებულ, ზოგჯერ მცდარ გადაწყვეტილებას", - ამის შესახებ მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი წერს.

"ჩემი აზრით სერიოზული რყევების მომავალში თავიდან ასაცილებლად უნდა შევიმუშაოთ საზოგადოებრივი შეთანხმება, მას შემდეგ რაც დიქტატურა დემოკრატიით შეიცვლება.

ეს შეთანხმება უნდა დაეფუძნოს რამდენიმე ძირითად პრინციპს, ისეთს როგორიცაა:

1) საქართველოში არის თავისუფალი დემოკრატიული სისტემა, რის პირობებში პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრება დაუშვებელია, არჩევნები ტარდება სამართლიანად, ხელისუფლება იცვლება ცივილიზებულად.

2) სასამართლო თავისუფალია.

3) საქართველოს ორიენტაცია არის მყარად ევროატლანტიკური.

4) მულტიმილიონერებს არაფერი ესაქმებათ პოლიტიკაში.

5) სიმდიდრე თანასწორად უნდა გადანაწილდეს.

დანარჩენი თქვენ გააგრძელეთ", - წერს სააკაშვილი.