მოსკოვში ცოფმა იფეთქა?! - რუსეთის დედაქალაქის ერთ-ერთ რაიონში კარანტინი გამოცხადდა - კვირის პალიტრა

მოსკოვში ცოფმა იფეთქა?! - რუსეთის დედაქალაქის ერთ-ერთ რაიონში კარანტინი გამოცხადდა

მოსკოვში ცოფს ებრძვიან. რუსული მედიის ინფორმაციით, დედაქალაქის შჩუკინოს რაიონში ცოფის დაფიქსირების გამო კარანტინი გამოცხადდა.

"დადგინდეს შემზღუდავი ღონისძიებები(კარანტინი) 2026 წლის 17 იანვრამდე", - აღნიშნულია მოსკოვის მერიის საიტზე გამოქვეყნებულ დოკუმენტში.

აკრძალვის პერიოდში იკრძალება კარანტინის ზონიდან ცხოველის გაყვანა, გარდა იმ შემთხვევებისა, თუ სპეციალიზებულ დაწესებულებებში ისინი დასაკლავად ან ასაცრელად არ მიჰყავთ.