თიკო ყა­ვე­ლაშ­ვი­ლის პა­სუ­ხი კრი­ტი­კო­სებს - რას ამბობს დედამთილი რძლის კაბის სკანდალსა და ინდურ ოჯახზე - კვირის პალიტრა

თიკო ყა­ვე­ლაშ­ვი­ლის პა­სუ­ხი კრი­ტი­კო­სებს - რას ამბობს დედამთილი რძლის კაბის სკანდალსა და ინდურ ოჯახზე

ცნო­ბი­ლი ქარ­თვე­ლი ფიტ­ნე­სინ­სტრუქ­ტო­რი­სა და ინფლუ­ენ­სე­რის, თიკო ყა­ვე­ლაშ­ვი­ლი­სა და ქარ­თველ-ინ­დო­ე­ლი ომარ ამან­ზის გრან­დი­ო­ზულ ქორ­წილს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში დიდი აჟი­ო­ტა­ჟი მოჰ­ყვა. სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წი­ლის კრი­ტი­კის ობი­ექ­ტი პა­ტარ­ძლის თა­მა­მი, დე­კოლ­ტი­რე­ბუ­ლი სა­ქორ­წი­ლო კაბა გახ­და.

თი­კომ კრი­ტი­კო­სებს თა­ვად­ვე უპა­სუ­ხა, თუმ­ცა ამ­ჯე­რად, რძლის ჩაც­მუ­ლო­ბა­სა და ოჯა­ხურ ამ­ბებ­ზე მისი დე­დამ­თი­ლი, ნა­თე­ლა სა­ჯა­ია ჟურ­ნალ „სარ­კეს­თან“ვრცლად სა­უბ­რობს. ნა­თე­ლა სა­ჯა­ია, რო­მე­ლიც წლე­ბია ინ­დო­ეთ­ში ცხოვ­რობს, ამ­ბობს, რომ კა­ბის შექ­მნა­ში თა­ვა­დაც მო­ნა­წი­ლე­ობ­და და რძალს სრულ მხარ­და­ჭე­რას უცხა­დებს.

tikoyavelashvili-1763583006.jpeg

"დე­კოლ­ტე, მარ­თა­ლია, ღია იყო, მაგ­რამ მას ასე უნ­დო­და!"

"პა­ტარ­ძლო­ბა და ქორ­წი­ლი ის დღეა, რო­დე­საც ქალი ბედ­ნი­ე­რე­ბით უნდა ბრწყი­ნავ­დეს და ისეთ კაბა ეც­ვას, რო­გო­რიც უნდა. დე­კოლ­ტე, მარ­თა­ლია, ღია იყო, მაგ­რამ მას ასე უნ­დო­და! ჩემი ქმრის ნა­თე­სა­ვებს არა­ფე­რი უთ­ქვამთ ამ კა­ბა­ზე. ყვე­ლას მო­ე­წო­ნა ქორ­წი­ლის სუ­რა­თე­ბიც. უკვე იცი­ან, თიკო ვინ არის და ისე­თი ლა­მა­ზი ფო­ტო­ე­ბი უდევს სა­ცუ­რაო კოს­ტი­უ­მებ­ში… გა­მომ­წვე­ვია, მაგ­რამ სა­ო­ცა­რი!

არა­ვის ულა­პა­რა­კია ინ­დო­ეთ­ში თი­კოს ჩაც­მუ­ლო­ბა­ზე. შე­იძ­ლე­ბა თავს იკა­ვე­ბენ და, თუ ასეა, ესეც მსი­ა­მოვ­ნებს, რად­გან არ გა­მო­ფი­ნეს თა­ვი­ან­თი ნე­გა­ტი­ვი ისე, რო­გორც სა­ქარ­თვე­ლო­ში. თი­კოს ვე­სა­უბ­რე ქარ­თვე­ლე­ბის კო­მენ­ტა­რებ­ზე და ვურ­ჩიე, აგ­რე­სი­უ­ლად არა­ვის უპა­სუ­ხოს. მე კი მო­მე­წო­ნა ის კაბა და ისიც, შუა ქორ­წი­ლის დროს რომ გა­მო­იც­ვა­ლა ჩვენ­მა პა­ტარ­ძალ­მა. იმ კა­ბის მკერდს მე და თიკო მთე­ლი ღამე ვქარ­გავ­დით“.

"ჩემს მე­უღ­ლეს ისე მო­ე­წო­ნა თიკო, გა­და­წყვი­ტა, მა­შინ­ვე ქორ­წი­ლი გა­ე­მარ­თა მათ­თვის"

"ჩემს მე­უღ­ლეს ისე მო­ე­წო­ნა თიკო, გა­და­წყვი­ტა, მა­შინ­ვე ქორ­წი­ლი გა­ე­მარ­თა მათ­თვის. ჩვენს შვილს უთხრა, რად­გან ასე ჩა­მო­იყ­ვა­ნე, აქე­დან, რო­გორც ცოლ-ქმა­რი, ისე წახ­ვალ­თო. მარ­თლაც გა­და­უ­ხა­დეს რი­ტუ­ა­ლუ­რი ქორ­წი­ლი. ძა­ლი­ან ახლო ნა­თე­სა­ვებს და­უ­ძა­ხეს. მო­უ­ხა­ტეს ხე­ლე­ბი, ჩა­აც­ვეს ინ­დუ­რი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი სა­მო­სი და ლოც­ვაც წა­უ­კი­თხეს. ასე რომ, ინ­დუ­რი ტრა­დი­ცი­უ­ლი ქორ­წი­ნე­ბის სა­ბუ­თიც აქვთ.

ომა­რი ჩემს მე­უღ­ლე­ზე ას­ჯერ უკე­თე­სი ქმა­რი იქ­ნე­ბა. სხვა გა­გე­ბის ადა­მი­ა­ნია, ქარ­თუ­ლი მენ­ტა­ლი­ტე­ტიც აქვს. ჩემს შვილს დავ­პირ­დი, შენ რომ ცოლს მო­იყ­ვან, ის ჩემ­თვის რძა­ლი კი არა, შვი­ლი იქ­ნე­ბა მეთ­ქი და ამ სი­ტყვებს ყო­ველ­თვის შე­ვას­რუ­ლებ,“ - ამ­ბობს ნა­თე­ლა სა­ჯა­ია „სარ­კეს­თან“.

qartulinduriojaxi-1763583212.jpg

ვინ არის ნა­თე­ლა სა­ჯა­ია - 29 წელი ინ­დო­ეთ­ში

შე­გახ­სე­ნებთ, რომ AMBEBI.GE-ს მკი­თხველ­მა ნა­თე­ლა სა­ჯა­ია ჯერ კი­დევ სამი წლის წინ გა­იც­ნო. ის უკვე 29 წე­ლია ინ­დო­ეთ­ში ცხოვ­რობს და სხვა­დას­ხვა მი­მარ­თუ­ლე­ბით მოღ­ვა­წე­ობს. თავ­და­პირ­ვე­ლად ხე­ლოვ­ნე­ბის სფე­რო­ში იყო, შემ­დეგ ათი წელი ინ­დო­ე­თის ყვე­ლა­ზე ცნო­ბილ კლი­ნი­კებ­ში თარ­ჯიმ­ნად მუ­შა­ობ­და.

რო­გორც ის ჩვენ­თან ინ­ტერ­ვი­უ­ში ჰყვე­ბო­და, ჰყავს მე­უღ­ლე და ერთი ვაჟი.

„ჩემი მე­უღ­ლე ინ­დო­ე­ლია, რე­ლი­გი­ით მუ­სულ­მა­ნი. დამ­თავ­რე­ბუ­ლი აქვს ჟურ­ნა­ლის­ტი­კის, იუ­რი­დი­უ­ლი, სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის ფა­კულ­ტე­ტე­ბი... სას­წავ­ლებ­ლის დამ­თავ­რე­ბის­თა­ნა­ვე მოღ­ვა­წე­ო­ბა ჟურ­ნალ-გა­ზე­თებ­ში და­ი­წყო. სა­კუ­თა­რი ოფი­სი, სტამ­ბა ჰქონ­და, სა­დაც გა­მო­დი­ო­და რო­გორც პო­ლი­ტი­კუ­რი ჟურ­ნალ-გა­ზე­თე­ბი, ასე­ვე ქალ­თა გა­ზე­თე­ბი...

რვა ენა იცის, მათ შორი ცოტა ქარ­თუ­ლიც. გა­მარ­თუ­ლად სა­უბ­რობს - ინ­დუ­რად, რუ­სუ­ლად, ინ­გლი­სუ­რად, არა­ბუ­ლად, აზერ­ბა­ი­ჯა­ნუ­ლად, თურ­ქუ­ლად, პენ­ჯა­ბუ­რად... ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო ლექ­სებს წერს, ჩემ­თვი­საც ბევ­რჯერ მო­უ­ძღვნია. სიმ­ღე­რაც უყ­ვარს, თუმ­ცა ცოტა უნი­ჭოა... სა­ქარ­თვე­ლო­ში სამ­ჯერ იყო ნამ­ყო­ფი ჯერ კი­დევ მა­ნამ­დე, სა­ნამ მე გა­მიც­ნობ­და. აზერ­ბა­ი­ჯან­ში მუ­შა­ობ­და ავი­ა­კომ­პა­ნი­ა­ში, სა­კუ­თა­რი ჩარ­ტე­რუ­ლი რე­ი­სე­ბი ჰქონ­და... სა­ქარ­თვე­ლო, ქვეყ­ნის ბუ­ნე­ბა, ხალ­ხი ძა­ლი­ან მოს­წონს, უყ­ვარს ჩვე­ნი სამ­ზა­რე­უ­ლო - მწვა­დი, ხა­ჭა­პუ­რი.. აქვს სურ­ვი­ლი, რაც შე­იძ­ლე­ბა ხში­რად ჩა­მო­ვი­დეს,“ - გვიყ­ვე­ბო­და ნა­თე­ლა სა­ჯა­ია.

თიკო ყა­ვე­ლაშ­ვი­ლის პა­სუ­ხი კრი­ტი­კო­სებს

რაც შე­ე­ხე­ბა უშუ­ა­ლოდ სკან­დალს, შე­გახ­სე­ნებთ, რომ კრი­ტი­კას თა­ვად ინფლუ­ენ­სერ­მაც უპა­სუ­ხა. თიკო ყა­ვე­ლაშ­ვი­ლი აცხა­დებს, რომ მის­თვის მთა­ვა­რია, კაბა მის სტილს გა­მო­ხა­ტავ­დეს და სხვის აზრს ყუ­რა­დღე­ბას არ აქ­ცევს:

"ეს კაბა ჩემი სტი­ლია და იმი­ტომ შე­ვი­კე­რე ასე­თი. ალ­ბათ არ უნა­ხავთ სა­ქარ­თვე­ლო­ში მსგავ­სი რამ და იმი­ტომ მაკ­რი­ტი­კე­ბენ. ისე­თე­ბი წე­რენ უხამს კო­მენ­ტა­რებს, ვის­ზე მეტი გა­ნათ­ლე­ბაც მაქვს, შეგ­ნე­ბაც და დაგ­რო­ვი­ლი მიღ­წე­ვე­ბიც 27 წლის ასაკ­ში. 7 წე­ლია ინფლუ­ენ­სე­რი ვარ, ყვე­ლა­ნა­ი­რი სა­ზო­გა­დო­ე­ბა მყავს ნა­ნა­ხი, იმუ­ნი­ტე­ტი მაქვს ნე­გა­ტივ­ზე. არი­ან ხალ­ხი, რომ­ლე­ბიც გა­ბო­რო­ტე­ბუ­ლია და რაც თა­ვად და­აკ­ლდა ცხოვ­რე­ბა­ში, სხვა­ზე ბრაზ­დე­ბა. ჩემი ოჯა­ხი არ მი­კონ­ტრო­ლებ­და არა­ფერს და ახლა მი­თუ­მე­ტეს ქმა­რი არ იზამს მა­გას," - გა­ნა­ცხა­და თი­კომ.