"ჩვე­ნი ბრძო­ლა მხო­ლოდ ჩვენ­თვის არ არის - ჩვენ ვა­ტა­რებთ ბავ­შვე­ბის ოც­ნე­ბებს" - რას წერს გიორგი ქოჩორაშვილი? - კვირის პალიტრა

"ჩვე­ნი ბრძო­ლა მხო­ლოდ ჩვენ­თვის არ არის - ჩვენ ვა­ტა­რებთ ბავ­შვე­ბის ოც­ნე­ბებს" - რას წერს გიორგი ქოჩორაშვილი?

"სწო­რედ ასეთ მო­მენ­ტებ­ში ჩანს, ვინ დგას გუნ­დის გვერ­დით" - რას წერს გიორგი მამარდაშვილი ბულგარეთთან მარცხის შემდეგ

სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბი მსოფ­ლი­ოს ჩემ­პი­ო­ნა­ტის საკ­ვა­ლი­ფი­კა­ციო ეტაპს მო­რი­გი წა­გე­ბით და­ემ­შვი­დო­ბა. ბულ­გა­რეთ­ში გა­მარ­თუ­ლი მატ­ჩის შემ­დეგ გი­ორ­გი მა­მარ­დაშ­ვი­ლის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ­მა სტა­ტუს­მა, რო­მელ­შიც წა­გე­ბის დროს მხარ­და­ჭე­რის მნიშ­ვნე­ლო­ბა­ზე ლა­პა­რა­კობს, სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში აზ­რთა სხვა­დას­ხვა­ო­ბა გა­მო­იწ­ვია. ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბის ნა­ხე­ვარმცველ­მა გი­ორ­გი ქო­ჩო­რაშ­ვილ­მა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ამ მატ­ჩის შემ­დგომ მომ­ხდა­რი ამ­ბა­ვი და მისი ამ­სახ­ვე­ლი ფო­ტო­ე­ბი გა­ავ­რცე­ლა - ის პა­ტა­რა გულ­შე­მატ­კი­ვარ ლუ­კას­თან შეხ­ვედ­რას იხ­სე­ნებს:

"ეს არის ლუკა. ლუ­კამ დღეს დამ­რთო ნება, ვი­სა­უბ­რო მას­ზე ცუდი პე­რი­ო­დის და ბულ­გა­რეთ­თან წა­გე­ბის შემ­დეგ, რო­დე­საც გულ­შე­მატ­კი­ვარ­თან მი­ვე­დით და ცდი­ლობ­დნენ ჩვენს გამ­ხნე­ვე­ბას, თა­ვი­დან თავს ვი­კა­ვებ­დი რად­გან ხში­რად ეს სი­ტყვე­ბი ბო­რო­ტუ­ლი ხდე­ბა, რად­გან ცხელ გულ­ზე ყვე­ლას გვერ­თმე­ვა სწო­რად სა­უბ­რის უნა­რი, მაგ­რამ…

ლუ­კამ ჩემი ყუ­რა­დღე­ბა მი­ი­პყრო. ის მარ­ტოდ­მარ­ტო იდგა და... ტი­რო­და ისე­თი ემო­ცი­ით, რო­გო­რიც მხო­ლოდ ბავ­შვის სი­სუფ­თა­ვეს აქვს. გა­მახ­სენ­და ჩემი ბავ­შვო­ბა - რო­გორ მტკი­ო­და თი­თო­ე­უ­ლი წა­გე­ბა, უსა­მარ­თლო­ბა, უსუ­სუ­რო­ბა. ხან­და­ხან ტი­რი­ლამ­დეც მივ­დი­ო­დი...ამი­ტომ მი­ვე­დი,მე­კი­თხა რა იყო ამ ცრემ­ლე­ბის მი­ზე­ზი.და მის­მა პა­სუხ­მა გული ჩა­მი­წყვი­ტა, თან მე­სი­ა­მოვ­ნა. მო­ვე­ლო­დი, რომ იტყო­და: "თქვენ წა­ა­გეთ და მე­წყი­ნა, ამი­ტო­მაც ვტი­რი" მაგ­რამ ლუ­კამ მი­თხრა: “იმი­ტომ ვტი­რი რომ ასე ახ­ლოს დგა­ხართ... და მი­ხა­რია, რომ თქვენ გხე­დავთ".

585884261-122189048156344687-267420759872164190-n-35276-1763619168.jpg

ეს სი­ტყვე­ბი გულ­ზე მომ­ხვდა, იქვე ერთ რა­მეს მიხ­ვდი, ფეხ­ბურ­თი მხო­ლოდ შე­დე­გი არ არის.ზოგ­ჯერ ბავ­შვე­ბი მო­დი­ან მო­ე­დან­ზე არა იმის­თვის, რომ მო­ვი­გოთ, არა­მედ იმის­თვის, რომ ჩვენს გვერ­დით იგ­რძნონ თავი, შეგ­ვხე­დონ, ჩვე­ნით ია­მა­ყონ, მოგ­ვენ­დონ, ჩაგ­ვე­ხუ­ტონ.

იმ ღა­მით ლუ­კამ მას­წავ­ლა ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი რამ: ჩვე­ნი ბრძო­ლა მხო­ლოდ ჩვენ­თვის არ არის - ჩვენ ვა­ტა­რებთ ბავ­შვე­ბის ოც­ნე­ბებს.

წა­გე­ბა? ბორ­კი­ლი არაა.

გა­მარ­ჯვე­ბა? ერ­თა­დერ­თი მი­ზა­ნი არაა.

მი­ზა­ნია ის, ბავ­შვებ­მა და­ი­ჯე­რონ, რომ მათ­თან ახ­ლოს მუ­დამ ვიქ­ნე­ბით, გა­მარ­ჯვე­ბის თუ წა­გე­ბის დროს.

მად­ლო­ბა, ლუკა.

მად­ლო­ბა ყვე­ლა თქვენ­განს, ვინც გვი­ყუ­რებთ.

თქვე­ნი ცრემ­ლე­ბი და თქვე­ნი ღი­მი­ლი ბევ­რად უფრო ძლი­ე­რია, ვიდ­რე ნე­ბის­მი­ე­რი შე­დე­გი.

ჩვე­ნი ბრძო­ლა გრძელ­დე­ბა. ერ­თად", - წერს ის.