"გამწარებული დედის ღია წერილი საქართველოს პროკურატურას" - რა მიმართვას ავრცელებს მოკლული გიგა ავალიანის დედა - კვირის პალიტრა

"გამწარებული დედის ღია წერილი საქართველოს პროკურატურას" - რა მიმართვას ავრცელებს მოკლული გიგა ავალიანის დედა

მოკლული გიგა ავალიანის დედა სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და პროკურატურას მიმართავს:

"#ვფიცავგიგაავალიანიასიცოცხლეს

გამწარებული დედის ღია წერილი საქართველოს პროკურატურას.

მოგესალმებით!

მე ვარ არასრულწლოვნების ჯგუფის მიერ მოკლული ექიმის/მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედა.საქმე გახმაურებულია, ვიცი იცნობთ, ამიტომ არ აღვწერ დეტალურად.

მოვითხოვ ღიად, საჯაროდ, განმარტოთ,

1) რატომ ჰქონდა არასრულწლოვანთა საქმის მასალებთან წვდომა ვიღაც Lev Van-ს?

2) მე რატომ არ ვიცნობ იმ დეტალებს, სადაც გიგა ავალიანი "სასიყვარულო მესიჯებს უგზავნის მოსწავლეებს"?!

(ვციტირებ Lev Vani-ს კომენტარიდან და ვურთავ სურათის სახით).

SOS ახლა სოცქსელებით აყალბებთ საქმეს

3) როგორც თვითონ ამბობს, იურისტია და გაეცნო საქმის მასალებს.გიგა ავალიანს არ ეკადრება, ასეთი ლექსიკონის იურისტებმა იძიონ მისი საქმე, არც სახელმწიფოს ეკადრება, სხვათა შორის! ამის საფუძველზე, მკაცრად მოვითხოვ, საქმე წავიდეს ხელახალ წარმოებაში!

4) სახეზე გვაქვს, საჯარო მუქარა. სასწრაფოდ მიიღეთ ზომები, რომ მერე ახალი მკვლელობის საქმეც არ გაგიხდეთ გასაყალბებელი, თორემ ვეღარ გაგვიყალბებთ, რადგან უკვე ვიცით თქვენი ხელწერა, ნდობა დავკარგეთ და ვერ გაგვაცურებთ, რასაც Lev-Van-ები არ გაპატიებენ!მოვითხოვ წერილზე პასუხს ღიად და სასწრაფოდ.

პატივისცემით (ჯერ კიდევ), გიგა ავალიანის დედა ეკა კუპატაძე.