რუსეთში მცხოვრები ქართველი მოდელი მირანდა შელია სერბული Harper's Bazaar-ის გარეკანზე - სკანდალური პირადი ცხოვრება და მეგობრობა ქეთა თოფურიასთან: რას ამბობს ის გამოცემასთან?
რუსეთში მცხოვრები ქართული წარმოშობის მოდელი და ინფლუენსერი, მირანდა შელია, სერბული Harper's Bazaar-ის დეკემბრის ნომრის გარეკანზე მოხვდა. გამოცემასთან მან თავისი უნიკალური იდენტობისა და მოდის სამყაროში მოულოდნელი გზის შესახებ ისაუბრა.
ბუნებრივი ხიბლი და სპონტანური კარიერამირანდა შელია, რომელიც რუსეთში დაიბადა და გაიზარდა, ცნობილია თავისი დახვეწილი სტილით, გამოხატული ქალურობითა და ბუნებრივი ქარიზმით, რითაც სოციალურ ქსელებს იპყრობს. როგორც თავად აღნიშნავს, მისი სამოდელო კარიერა სრულიად სპონტანურად და დიდი ამბიციების გარეშე დაიწყო.
"არასოდეს მივისწრაფოდი პოპულარობისკენ, ყველაფერი ბუნებრივად მოხდა. ერთ მომენტში უბრალოდ დავიწყე ფოტოების გამოქვეყნება, ყოველგვარი მოლოდინის გარეშე. მინდოდა მეჩვენებინა სილამაზე, განწყობა და ინსპირაცია. შემდეგ გამომწერების რიცხვი გაიზარდა, მალევე კი პირველი შემოთავაზებები და კონტრაქტებიც მოვიდა. ყველაფერი სპონტანურად განვითარდა, ნაბიჯ-ნაბიჯ."
იდენტობა: შინაგანი ცეცხლი და გარეგნული ჰარმონია როგორც მოდელი ამბობს, მისი იდენტობა ქართული ფესვებისა და რუსული აღზრდის შერწყმაა, რაც მას თანამედროვე მოდის სცენაზე უნიკალურს ხდის. მირანდა ამ კომბინაციას თავის სიძლიერედ მიიჩნევს.
"ჩემი ფესვები ჩემი ძალაა. საქართველოსგან მემკვიდრეობით მივიღე ვნება, ტემპერამენტი და ქალურობა. რუსეთისგან კი - ელეგანტურობის შეგრძნება, დეტალებისადმი ყურადღება და გამოხატვის თავშეკავებულობა. ეს კომბინაცია მეხმარება, ვიპოვო ბალანსი შინაგან ცეცხლსა და გარეგნულ ჰარმონიას შორის".
მთავარი განმასხვავებელი ნიშანი: ენერგია და ემოციამირანდა შელიას აზრით, ის, რაც მას მოდელად გამოარჩევს, პირველ რიგში, მისი ენერგიაა.
"ვფიქრობ, ეს ენერგიაა. ყოველთვის ვცდილობ, ვიცხოვრო მომენტით - არა მარტო დავიკავო პოზა, არამედ გადმოვცე ემოცია. როდესაც გულწრფელად გრძნობ იმას, რაც კამერის წინ ხდება, მაყურებელიც გრძნობს ამას".