რუსეთში მცხოვრები ქართველი მოდელი მირანდა შელია სერბული Harper's Bazaar-ის გარეკანზე - სკანდალური პირადი ცხოვრება და მეგობრობა ქეთა თოფურიასთან: რას ამბობს ის გამოცემასთან? - კვირის პალიტრა

რუსეთში მცხოვრები ქართველი მოდელი მირანდა შელია სერბული Harper's Bazaar-ის გარეკანზე - სკანდალური პირადი ცხოვრება და მეგობრობა ქეთა თოფურიასთან: რას ამბობს ის გამოცემასთან?

რუ­სეთ­ში მცხოვ­რე­ბი ქარ­თუ­ლი წარ­მო­შო­ბის მო­დე­ლი და ინფლუ­ენ­სე­რი, მი­რან­და შე­ლია, სერ­ბუ­ლი Harper's Bazaar-ის დე­კემ­ბრის ნომ­რის გა­რე­კან­ზე მოხ­ვდა. გა­მო­ცე­მას­თან მან თა­ვი­სი უნი­კა­ლუ­რი იდენ­ტო­ბი­სა და მო­დის სამ­ყა­რო­ში მო­უ­ლოდ­ნე­ლი გზის შე­სა­ხებ ისა­უბ­რა.

ბუ­ნებ­რი­ვი ხიბ­ლი და სპონ­ტა­ნუ­რი კა­რი­ე­რამი­რან­და შე­ლია, რო­მე­ლიც რუ­სეთ­ში და­ი­ბა­და და გა­ი­ზარ­და, ცნო­ბი­ლია თა­ვი­სი დახ­ვე­წი­ლი სტი­ლით, გა­მო­ხა­ტუ­ლი ქა­ლუ­რო­ბი­თა და ბუ­ნებ­რი­ვი ქა­რიზ­მით, რი­თაც სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებს იპყრობს. რო­გორც თა­ვად აღ­ნიშ­ნავს, მისი სა­მო­დე­ლო კა­რი­ე­რა სრუ­ლი­ად სპონ­ტა­ნუ­რად და დიდი ამ­ბი­ცი­ე­ბის გა­რე­შე და­ი­წყო.

"არა­სო­დეს მი­ვის­წრა­ფო­დი პო­პუ­ლა­რო­ბის­კენ, ყვე­ლა­ფე­რი ბუ­ნებ­რი­ვად მოხ­და. ერთ მო­მენ­ტში უბ­რა­ლოდ და­ვი­წყე ფო­ტო­ე­ბის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბა, ყო­ველ­გვა­რი მო­ლო­დი­ნის გა­რე­შე. მინ­დო­და მეჩ­ვე­ნე­ბი­ნა სი­ლა­მა­ზე, გან­წყო­ბა და ინ­სპი­რა­ცია. შემ­დეგ გა­მომ­წე­რე­ბის რი­ცხვი გა­ი­ზარ­და, მა­ლე­ვე კი პირ­ვე­ლი შე­მო­თა­ვა­ზე­ბე­ბი და კონ­ტრაქ­ტე­ბიც მო­ვი­და. ყვე­ლა­ფე­რი სპონ­ტა­ნუ­რად გან­ვი­თარ­და, ნა­ბიჯ-ნა­ბიჯ."

იდენ­ტო­ბა: ში­ნა­გა­ნი ცე­ცხლი და გა­რეგ­ნუ­ლი ჰარ­მო­ნია რო­გორც მო­დე­ლი ამ­ბობს, მისი იდენ­ტო­ბა ქარ­თუ­ლი ფეს­ვე­ბი­სა და რუ­სუ­ლი აღ­ზრდის შერ­წყმაა, რაც მას თა­ნა­მედ­რო­ვე მო­დის სცე­ნა­ზე უნი­კა­ლურს ხდის. მი­რან­და ამ კომ­ბი­ნა­ცი­ას თა­ვის სიძ­ლი­ე­რედ მი­იჩ­ნევს.

"ჩემი ფეს­ვე­ბი ჩემი ძა­ლაა. სა­ქარ­თვე­ლოს­გან მემ­კვიდ­რე­ო­ბით მი­ვი­ღე ვნე­ბა, ტემ­პე­რა­მენ­ტი და ქა­ლუ­რო­ბა. რუ­სე­თის­გან კი - ელე­გან­ტუ­რო­ბის შეგ­რძნე­ბა, დე­ტა­ლე­ბი­სად­მი ყუ­რა­დღე­ბა და გა­მო­ხატ­ვის თავ­შე­კა­ვე­ბუ­ლო­ბა. ეს კომ­ბი­ნა­ცია მეხ­მა­რე­ბა, ვი­პო­ვო ბა­ლან­სი ში­ნა­გან ცე­ცხლსა და გა­რეგ­ნულ ჰარ­მო­ნი­ას შო­რის".

მთა­ვა­რი გან­მას­ხვა­ვე­ბე­ლი ნი­შა­ნი: ენერ­გია და ემო­ციამი­რან­და შე­ლი­ას აზ­რით, ის, რაც მას მო­დე­ლად გა­მო­არ­ჩევს, პირ­ველ რიგ­ში, მისი ენერ­გი­აა.

"ვფიქ­რობ, ეს ენერ­გი­აა. ყო­ველ­თვის ვცდი­ლობ, ვი­ცხოვ­რო მო­მენ­ტით - არა მარ­ტო და­ვი­კა­ვო პოზა, არა­მედ გად­მოვ­ცე ემო­ცია. რო­დე­საც გულ­წრფე­ლად გრძნობ იმას, რაც კა­მე­რის წინ ხდე­ბა, მა­ყუ­რე­ბე­ლიც გრძნობს ამას".

გააგრძელეთ კითხვა და იხილეთ ფოტოები