"დე­დამ­თი­ლის ვერ­სია: "ავ­ტო­მო­ბი­ლი­დან გა­დახ­ტო­მას ცდი­ლობ­და. ბავ­შვის­თვის თა­ვის და­ჭე­რა მინ­დო­და, რა დრო­საც ცხვირ-პირ­ში მლე­წა. ცალ­კე ცხოვ­რე­ბა უნდა ამ გო­გოს" - ზუგდიდში 21 წლის ქალზე ძალადობის ბრალდებით მისი ქმარი და მამამთილი დააკავეს - კვირის პალიტრა

"დე­დამ­თი­ლის ვერ­სია: "ავ­ტო­მო­ბი­ლი­დან გა­დახ­ტო­მას ცდი­ლობ­და. ბავ­შვის­თვის თა­ვის და­ჭე­რა მინ­დო­და, რა დრო­საც ცხვირ-პირ­ში მლე­წა. ცალ­კე ცხოვ­რე­ბა უნდა ამ გო­გოს" - ზუგდიდში 21 წლის ქალზე ძალადობის ბრალდებით მისი ქმარი და მამამთილი დააკავეს

ზუგ­დიდ­ში, 21 წლის თა­მარ ბუ­ლი­ა­ზე ძა­ლა­დო­ბის ბრალ­დე­ბით, მისი ქმა­რი, დათა პა­პა­ვა და მა­მამ­თი­ლი, კობა პა­პა­ვა და­ა­კა­ვეს. რო­გორც ტე­ლე­კომ­პა­ნია "TV პირ­ველს" ახალ­გაზ­რდა ქალ­მა გა­ნუ­ცხა­და, მას ფი­ზი­კუ­რად მე­უღ­ლე და მე­უღ­ლის მამა, მცი­რე­წლო­ვა­ნი შვი­ლის თან­დას­წრე­ბით გა­უს­წორ­დნენ. ქალს სხე­ულ­ზე და­ზი­ა­ნე­ბე­ბის კვა­ლი აღე­ნიშ­ნე­ბა.

თა­მარ ბუ­ლია ირ­წმუ­ნე­ბა, რომ ქმრის ოჯახ­მა ის თბი­ლი­სი­დან ზუგ­დიდ­ში მო­ტყუ­ე­ბით ჩა­იყ­ვა­ნა და შვი­ლის წარ­თმე­ვით ემუქ­რე­ბოდ­ნენ.

"ჩემ­ზე ძა­ლა­დო­ბა 17 ნო­ემ­ბერს, სა­ღა­მოს მოხ­და. ჩემ­ზე მე­უღ­ლემ, დათა პა­პა­ვამ და მა­მამ­თილ­მა, კობა პა­პა­ვამ იძა­ლა­დეს. ძა­ლა­დო­ბა ჩემი მცი­რე­წლო­ვა­ნი შვი­ლის თან­დას­წრე­ბით მოხ­და. ად­გილ­ზე იყო ჩემი დე­დამ­თი­ლი, ეკა­ტე­რი­ნე თო­დუა, რო­მე­ლიც ატე­ხა კი­ვი­ლი, რომ ჩემ­თვის შვი­ლი წა­ერ­თმი­ათ. და­ზი­ა­ნე­ბე­ბი აღ­მე­ნიშ­ნე­ბა, სი­ლურ­ჯე­ე­ბი მაქვს და ტკი­ვი­ლი აღ­მე­ნიშ­ნე­ბა ზურ­გის არე­ში", - აცხა­დებს თა­მარ ბუ­ლია ("TV პირ­ვე­ლი").

სა­ვა­რა­უ­დო ძა­ლა­დო­ბის მსხვერ­პლის ად­ვო­კა­ტი აცხა­დებს, რომ საქ­მის გა­მომ­ძი­ე­ბე­ლი, თედო თო­დუა, ძა­ლა­დო­ბა­ში მხი­ლე­ბულ ოჯახ­თან და­ახ­ლო­ე­ბუ­ლი პი­რია, რის გა­მოც მისი აცი­ლე­ბის მო­თხოვ­ნას აყე­ნებს.

დე­დამ­თი­ლის ვერ­სია:"ავ­ტო­მო­ბი­ლი­დან გა­დახ­ტო­მას ცდი­ლობ­და"ძა­ლა­დო­ბას კა­ტე­გო­რი­უ­ლად უარ­ყოფს თა­მარ ბუ­ლი­ას დე­დამ­თი­ლი, ეკა­ტე­რი­ნე თო­დუა. იგი ამ­ტკი­ცებს, რომ და­ზი­ა­ნე­ბე­ბი ახალ­გაზ­რდა ქალ­მა მა­შინ მი­ი­ღო, როცა ის ავ­ტო­მო­ბი­ლი­დან გა­დახ­ტო­მას ცდი­ლობ­და.

ქალი ირ­წმუ­ნე­ბა, რომ მო­ძა­ლა­დე თა­ვად მისი რძა­ლია, რო­მელ­მაც ინ­ცი­დენ­ტის დროს ფი­ზი­კუ­რად მა­საც და ქმარ­საც გა­უს­წორ­და.

"1 კვი­რის წინ, თა­მარ ბუ­ლი­ამ ბავ­შვი გა­ი­ტა­ცა, მა­მა­მაც კი არ იცო­და, სად წა­იყ­ვა­ნა მცი­რე­წლო­ვა­ნი. არა­ვი­თარ ძა­ლა­დო­ბას ად­გი­ლი არ ჰქო­ნია. და­ზი­ა­ნე­ბე­ბი მა­შინ მი­ი­ღო, როცა ავ­ტო­მო­ბი­ლი­დან გა­დახ­ტო­მას ცდი­ლობ­და. "ბავ­შვი­ა­ნად რომ არ გა­დამხტა­რი­ყო, ხელ­ზე მოვ­ქა­ჩეო"- ამ­ბობს ჩემი შვი­ლი. ჩემს შვილ­საც აღე­ნიშ­ნე­ბა მის­გან მი­ყე­ნე­ბუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბე­ბი. ემუქ­რე­ბო­და. ბავ­შვმა ორ­ჯერ და­არ­ტყა თავი, ბავ­შვს და­ვი­ცავ-თქო, მი­ვე­დი ავ­ტო­მო­ბი­ლის ფან­ჯა­რას­თან, ბავ­შვის­თვის თა­ვის და­ჭე­რა მინ­დო­და, რა დრო­საც ცხვირ-პირ­ში მლე­წა. ცალ­კე ცხოვ­რე­ბა უნდა ამ გო­გოს და ეს არის მისი მი­ზა­ნი. ამ მი­ზანს რომ ვერ მი­აღ­წია, შე­თხზა ეს ტყუ­ი­ლი", - ამ­ბობს დე­დამ­თი­ლი.

და­კა­ვე­ბუ­ლი მამა-შვი­ლი ფო­თის წი­ნას­წა­რი და­კა­ვე­ბის იზო­ლა­ტორ­შია მო­თავ­სე­ბუ­ლი. ზუგ­დი­დის რა­ი­ო­ნუ­ლი სა­სა­მარ­თლო აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის შე­ფარ­დე­ბა­ზე სა­ვა­რა­უ­დოდ, რამ­დე­ნი­მე სა­ათ­ში იმ­სჯე­ლებს.

რას ჰყვება დაზარალებული - ვიდეო იხილეთ ბმულზე