“ახლახან დამისვეს კიბოს დიაგნოზი... მინდა ჩაგეხუტო“ - ქეით მიდლტონმა და ჯესი ჯეიმ ერთმანეთი სიმსივნესთან ბრძოლის გზაზე გაამხნევეს: ემოციური შეხვედრის დეტალები - კვირის პალიტრა

“ახლახან დამისვეს კიბოს დიაგნოზი... მინდა ჩაგეხუტო“ - ქეით მიდლტონმა და ჯესი ჯეიმ ერთმანეთი სიმსივნესთან ბრძოლის გზაზე გაამხნევეს: ემოციური შეხვედრის დეტალები

უელ­სის პრინ­ცე­სა ქეით მიდლტო­ნი და მომ­ღე­რა­ლი ჯესი ჯეი ერ­თმა­ნეთს ლონ­დონ­ში, სა­მე­ფო ალ­ბერტ ჰოლ­ში გა­მარ­თულ, სა­მე­ფო ვა­რი­ე­ტე შოუს ყო­ველ­წლი­ურ წვე­უ­ლე­ბა­ზე შეხ­ვდნენ.

ორი­ვე მე­დი­ის ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში მო­ექ­ცა მას შემ­დეგ, რაც ისი­ნი ერ­თმა­ნეთს ჩა­ე­ხუტ­ნენ და კი­ბოს­თან ბრძო­ლის სა­კუ­თარ გა­მოც­დი­ლე­ბა­ზე ისა­უბ­რეს. მიდლტონ­მა და ჯესი ჯეიმ ერ­თმა­ნე­თი გა­ამ­ხნე­ვეს და ისა­უბ­რეს იმა­ზე, თუ რო­გორ "გაძ­ლევს ეს და­ა­ვა­დე­ბა ცხოვ­რე­ბის გან­სხვა­ვე­ბულ ხედ­ვას".

ქე­ითს სა­ღა­მო­ზე თან ახ­ლდა პრინ­ცი უი­ლი­ა­მი. წყვი­ლი 37 წლის მომ­ღე­რალს გულ­თბი­ლად შეხ­ვდა.

"მე ახ­ლა­ხან და­მის­ვეს მკერ­დის კი­ბოს დი­აგ­ნო­ზი. უბ­რა­ლოდ მინ­და ჩა­გე­ხუ­ტო. კიბო ნამ­დვი­ლად გა­ი­ძუ­ლებს ცხოვ­რე­ბას სხვა­ნა­ი­რად შე­ხე­დო“, - მი­მარ­თა ჯესი ჯეიმ მო­მა­ვალ დე­დო­ფალს.

მან სა­ღა­მო­ზე თა­ვი­სი ახა­ლი სიმ­ღე­რა - I'll Never Know Why შე­ას­რუ­ლა, რო­მე­ლიც გარ­დაც­ვლი­ლი პი­რა­დი მცვე­ლის­თვის, დე­ი­ვის­თვის და­წე­რა. ქე­ით­მა უთხრა, რომ ეს "ძა­ლი­ან ამა­ღელ­ვე­ბე­ლი სიმ­ღე­რა“ იყო.

მოგ­ვი­ა­ნე­ბით ჯესი ჯეიმ პრინ­ცე­სას­თან სა­უბ­რის დე­ტა­ლებ­ზეც ისა­უბ­რა:

"ეს მარ­თლაც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სა­უ­ბა­რი იყო. პრინც უი­ლი­ამსს სურს იმუ­შა­ოს ფსი­ქი­კუ­რი ჯან­მრთე­ლო­ბის სფე­რო­ში,“ - გა­ნა­ცხა­და მან და გა­ამ­ხი­ლა, რომ უი­ლი­ამ­მა ჰკი­თხა, სურ­და თუ არა მას­თან ერ­თად წა­ე­ხა­ლი­სე­ბი­ნა ფსი­ქი­კუ­რი ჯან­მრთე­ლო­ბის შე­სა­ხებ სტიგმებ­თან ბრძო­ლა.

გააგრძელეთ კითხვა და იხილეთ ფოტოები