ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ ციხიდან ვადაზე ადრე გათავისუფლებაზე უარი განაცხადა
ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ ციხიდან ვადაზე ადრე გათავისუფლებაზე უარი განაცხადა.
"ზურაბ ჯაფარიძის პატიმრობიდან 6 თვე გავიდა, დარჩენილია 1 თვე. სწორედ ამიტომ, მას კანონით ეკუთვნის პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლება. დღეს მას შესთავაზეს აღნიშნული უფლებით სარგებლობა, თუმცა ვინაიდან არც ერთი გზით არ განიხილავს რუსულ რეჟიმთან თანამშრომლობას, ზურაბ ჯაფარიძემ მკაფიო უარი განაცხადა", - აღნიშნულია ზურაბ გირჩი ჯაფარიძის ფეისბუქ გვერდზე.