მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ლუკა ძაძამიამ თბილისის საკრებულო დატოვა - კვირის პალიტრა

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ლუკა ძაძამიამ თბილისის საკრებულო დატოვა

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ლუკა ძაძამიამ თბილისის საკრებულო დატოვა. შესაბამის დოკუმენტს „ტვ პირველი“ ავრცელებს.

აღსანიშნავია, რომ ხვალ, 15:00 საათზე, თბილისის საკრებულოს სხდომა გაიმართება. ხვალვე გაკეთდება კომენტარი ლუკა ძაძამიასთან დაკავშირებით.

21 წლის ლუკა ძაძამია საკრებულოში „ქართული ოცნების“ პროპორციული სიით შევიდა.

"ინტერპრესნიუსი"