"ბავშვმა 5 წლის ასაკში უკვე იცის, რომ უფასო ფული არ არსებობს" - რას წერს მიხეილ სააკაშვილი ელის-მარიაზე?
ექსპრეზიდენტი, ამჟამად პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილი მისი ქალიშვილის, ელის მარიასა და სოფო ნიჟარაძის დიალოგს ასაჯაროებს:
"ალისა ეუბნება სოფოს: - მგონი სანტა-კლაუსი მოგონილია. აბა თუ მოგონილი არაა, ირმებშებმული მარხილით როგორ დაფრინავს? ირმები ხომ არ დაფრინავენ.
ნუ ეს საახალწლო ჯადოსნობაა - პასუხობს სოფო.
კი მაგრამ ამდენ ბავშვებს რომ ურიგებს საჩუქრებს, ფული საიდან აქვს?
სოფო: - მუშაობს
ალისა: - ხოდა, მინდა ვიცოდე, ზუსტად სად მუშაობს და რა ხელფასს იღებს ისეთს, რომ ამდენის დარიგება შეუძლია?
ამ ბავშვმა 5 წლის ასაკში უკვე იცის, რომ უფასო ფული არ არსებობს" - წერს მიხეილ სააკაშვილი.