გვირგვინი მისცეს მას, ვისაც კონკურსიდან აგდებდნენ - სკანდალი სილამაზის კონკურსზე: ვინ გახდა "მის სამყარო 2025" და რატომ დატოვა ჟიური ორმა წევრმა - კვირის პალიტრა

გვირგვინი მისცეს მას, ვისაც კონკურსიდან აგდებდნენ - სკანდალი სილამაზის კონკურსზე: ვინ გახდა "მის სამყარო 2025" და რატომ დატოვა ჟიური ორმა წევრმა

"მის სამ­ყა­რო 2025"-ის ტი­ტუ­ლი "მის მექ­სი­კამ", ფა­ტი­მა ბო­შიმ მო­ი­პო­ვა. მე­ო­რე ად­გი­ლი ტა­ი­ლან­დელ­მა პრა­ვი­ნარ სინ­გჰ­მა და­ი­კა­ვა, ხუ­თე­ულ­ში შე­ვიდ­ნენ ვე­ნე­სუ­ე­ლას, ფი­ლი­პი­ნე­ბის და კოტ-დ’ივუ­ა­რის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი - ასე დას­რულ­და სი­ლა­მა­ზის კონ­კურ­სის გა­მორ­ჩე­უ­ლად სკან­და­ლუ­რი სე­ზო­ნი., რო­მელ­საც ტა­ი­ლან­დმა უმას­პინ­ძლა.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ რამ­დე­ნი­მე დღის წინ "მის მექ­სი­კამ" გა­ნა­ცხა­და, რომ კონ­კურსს ტო­ვებ­და, რად­გან ერთ-ერ­თმა ოფი­ცი­ა­ლურ­მა პირ­მა ის ათო­ბით კონ­კურ­სან­ტი­სა და მხარ­დამ­ჭე­რის წი­ნა­შე სა­ჯა­როდ გა­კი­ცხა და დის­კვა­ლი­ფი­კა­ცი­ით და­ე­მუქ­რა.ამ ამ­ბი­დან ერთი კვი­რის შემ­დეგ, ჟი­უ­რის ორმა წევ­რმა კონ­კურ­სი და­ტო­ვა. ერთ-ერ­თმა კი ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბი კონ­კურ­სის გა­ყალ­ბე­ბა­ში და­ა­და­ნა­შა­უ­ლა.

დრა­მა ბანგკოკ­შიკონ­კურსს ორ­გა­ნი­ზე­ბა ტა­ი­ლან­დელ­მა მე­დია მაგ­ნატ­მა ნა­ვათ იცა­რაგ­რა­სილ­მა გა­უ­წია. ის არის შე­და­რე­ბით მცი­რე მას­შტა­ბის კუნ­კურ­სის, Miss Grand International-ის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი. ნა­ვათს “მის სამ­ყა­როს” წლე­ვან­დე­ლი კონ­კურ­სის წამ­ყვა­ნის ლი­ცენ­ზია ჰქონ­და.

კონ­კურსს მექ­სი­კი­დან ბიზ­ნეს­მე­ნი რაულ როხა მარ­თავს. ად­რე­ულ წლებ­ში "მის სამ­ყა­რო­ში" ჩრდი­ლო­ეთ, ცენ­ტრა­ლუ­რი და სამ­ხრეთ ამე­რი­კე­ლი სი­ლა­მა­ზის დე­დოფ­ლე­ბი დო­მი­ნი­რებ­დნენ, თუმ­ცა ბოლო ათწლე­უ­ლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში სამ­ხრეთ აღ­მო­სავ­ლეთ აზი­ა­ში, გან­სა­კუთ­რე­ბით ტა­ი­ლან­დში, ფი­ლი­პი­ნებ­სა და ინ­დო­ნე­ზი­ა­ში გა­ი­ზარ­და მისი ფა­ნე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა. სი­ლა­მა­ზის დე­დოფ­ლის გვირ­გვი­ნი სი­ღა­რი­ბი­დან თა­ვის დაღ­წე­ვის გზად, ან ცნო­ბილ ადა­მი­ა­ნად გახ­დო­მა­ზე მე­ოც­ნე­ბე გო­გო­ნე­ბის­თვის ერ­თგვარ საშ­ვად იქცა.

თუმ­ცა წელს მოვ­ლე­ნე­ბი დრა­მა­ტუ­ლად გან­ვი­თარ­და.ნო­ემ­ბრის და­სა­წყის­ში გა­მარ­თულ წინა სა­კონ­კურ­სო ცე­რე­მო­ნი­ა­ზე ნა­ვათ­მა "მის მექ­სი­კა" ფა­ტი­მა ბოში სა­ჯა­როდ გა­კი­ცხა სა­რეკ­ლა­მო კონ­ტენ­ტის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბის გამო. რო­დე­საც ქალ­მა წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა გა­უ­წია, ნა­ვათ­მა დაც­ვა გა­მო­ი­ძა­ხა და დის­კვა­ლი­ფი­კა­ცი­ით და­ე­მუქ­რა. ამის შემ­დეგ "მის მექ­სი­კამ" ოთა­ხი და­ტო­ვა და პრო­ტეს­ტის ნიშ­ნად, მას კონ­კურ­სის სხვა მო­ნა­წი­ლე­ე­ბიც შე­უ­ერ­თდნენ.

"მის სამ­ყა­როს" ორ­გა­ნი­ზა­ტო­რებ­მა ნა­ვა­თის ქცე­ვა დაგ­მეს და “მავ­ნე­ბე­ლი” უწო­დეს. ხოლო რო­ხამ მექ­სი­კი­დან ვი­დე­ო­მი­მარ­თვით თა­ვის ბიზ­ნეს პარტნი­ორს მო­უ­წო­და, რომ უბ­რა­ლოდ შე­ჩე­რე­ბუ­ლი­ყო. მოგ­ვი­ა­ნე­ბით ნა­ვათ­მა ბო­დი­ში მო­ი­ხა­და და გა­ნა­ცხა­და, რომ მისი ზო­გი­ერ­თი სი­ტყვა არას­წო­რად იქნა გა­გე­ბუ­ლი. ამ ამ­ბი­დან ორი კვი­რის შემ­დეგ ჟი­უ­რის ორმა წევ­რმა პოს­ტი და­ტო­ვა, მათ­გან ერ­თმა კი ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბი შერ­ჩე­ვის პრო­ცე­სის გა­ყალ­ბე­ბა­ში და­ა­და­ნა­შა­უ­ლა.

გააგრძელეთ კითხვა