(ვიდეო) "მის სამყაროს" კონკურსზე "მის იამაიკა" სცენიდან გადავარდა - ის საკაცით გაიყვანეს
"მის სამყაროს" კონკურსზე, საღამოს კაბების ჩვენების დროს "მის იამაიკა" სცენიდან გადავარდა.
შემთხვევა ბანგკოკში მოხდა, ნარინჯისფერ ელეგანტურ კაბაში გამოწყობილი დოქტორი გაბრიელ ჰენრი პოდიუმზე ელეგანტური ნაბიჯებით მიემართებოდა, როდესაც ფეხი დაუცდა და სცენიდან ჩავარდა, გადაღებული ვიდეოს მიხედვით მოდელი სახით ძირს დაეცა.
მოდელი საკაცით გაიყვანეს.
"მასზე ექიმები ზრუნავენ, სიცოცხლისთვის საშიში დაზიანებები არ აღენიშნება; თუმცა გაბრიელის სრული გამოჯანმრთელებისთვის ისინი კვლავ აგრძელებენ შემდგომ კვლევებს“, - ნათქვამია ღონისძიების ორგანიზატორის განცხადებაში.
მოდელი ამ დრომდე კლინიკაში რჩება.