“ძალიან ემოციურია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ექიმი გეუბნება რომ “მორჩა, აღარაფერი შეიცვლება“ - ჯენიფერ ენისტონმა მის დიაგნოზზე გულახდილად ისაუბრა - კვირის პალიტრა

“ძალიან ემოციურია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ექიმი გეუბნება რომ “მორჩა, აღარაფერი შეიცვლება“ - ჯენიფერ ენისტონმა მის დიაგნოზზე გულახდილად ისაუბრა

56 წლის "მე­გობ­რე­ბის“ ვარ­სკვლა­ვი 2000-2005 წლებ­ში ბრედ პიტ­ზე იყო და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლი, შემ­დეგ მსა­ხი­ობ ჯას­ტინ თე­რუ­სოს და­უ­ახ­ლოვ­და, თუმ­ცა წყვი­ლი ორ წე­ლი­წად­ში და­შორ­და.

მთე­ლი ამ ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში ჯე­ნი­ფერს ხში­რად აკ­რი­ტი­კებ­დნენ იმის გამო, რომ ბავ­შვი არ ჰყავ­და.

გა­სულ კვი­რას ვარ­სკვლავ­მა სა­ჯა­როდ ისა­უბ­რა იმ ზე­წო­ლა­ზე, რო­მელ­საც წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში გარ­შე­მომ­ყო­ფე­ბის­გან გა­ნიც­დი­და და გა­ნა­ცხა­და, რომ “20 წელი ცდი­ლობ­და ოჯა­ხის შექ­მნას“.

“მთე­ლი ამ ბრძო­ლის შემ­დეგ მშვი­დო­ბა ვი­პო­ვე, ის მა­შინ დგე­ბა, რო­დე­საც შენ აღა­რაფ­რის გა­კე­თე­ბა აღარ შე­გიძ­ლია და რაც ხდე­ბა შენს კონ­ტროლს აღარ ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა. ადა­მი­ა­ნე­ბი მე­უბ­ნე­ბოდ­ნენ, ხომ შე­გიძ­ლია შვი­ლის აყ­ვა­ნა, მე არ მინ­და. მე ჩემი სა­კუ­თა­რი დნმ მსურს პა­ტა­რა ადა­მი­ან­ში. ეს არის ერ­თა­დერ­თი გზა... ეგო­ის­ტუ­რად ჩანს თუ არა, რაც არ უნდა იყოს, ასე მინ­დო­და,“ - გა­ნუ­ცხა­და მსა­ხი­ობ­მა ტე­ლე­წამ­ყვანს.

“ძა­ლი­ან ემო­ცი­უ­რია, გან­სა­კუთ­რე­ბით მა­შინ, რო­დე­საც ექი­მი გე­უბ­ნე­ბა რომ “მორ­ჩა, აღა­რა­ფე­რი შე­იც­ვლე­ბა“, იმი­ტომ რომ ამ დროს მარ­თლაც უც­ნა­უ­რი მო­მენ­ტი დგე­ბა. ადა­მი­ა­ნებს ვინც მაკ­რი­ტი­კე­ბენ და ამ­ბო­ბენ რომ ბავ­შვი, ოჯა­ხი არ მინ­და, იმი­ტომ რომ ეგო­ის­ტი და კა­რი­ე­რის­ტი ვარ, წარ­მოდ­გე­ნა არ აქვთ ჩემს ცხოვ­რე­ბა­ზე, არ იცი­ან რა გა­ვი­ა­რე 20 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში...

გააგრძელეთ კითხვა