მათე დევიძის სოლიდარობის მარშის კიდევ ორი მონაწილე - ქეთევან ხუსკივაძე და ნინო ბარძიმიშვილი სასამართლომ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევებად ცნო - კვირის პალიტრა

მათე დევიძის სოლიდარობის მარშის კიდევ ორი მონაწილე - ქეთევან ხუსკივაძე და ნინო ბარძიმიშვილი სასამართლომ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევებად ცნო

მათე დევიძის სოლიდარობის მარშის მონაწილე ქეთევან ხუსკივაძე და ნინო ბარძიმიშვილი სასამართლომ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევებად ცნო.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, ქეთევან ხუსკივაძეს 5 ათას-ლარიანი ჯარიმა, ხოლო ნინო ბარძიმიშვილს 2-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა.

ცნობისთვის, 19 ნოემბერს თბილისში, მსჯავრდებულ მათე დევიძის სოლიდარობის მარში გაიმართა. დემონსტრანტები თავდაპირველად თსუ-ს პირველ კორპუსთან შეიკრიბნენ, შემდეგ კი მსვლელობა გამართეს. მარშის 13 მონაწილე სამართალდამცავებმა მელიქიშვილისა და კაკაბაძის ქუჩებზე დააკავეს. დაკავებულებიდან 5 ქალია.

შინაგან საქმეთა სამინისტრო დაკავებული პირების ნაწილს პოლიციელთა კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას, ნაწილს კი სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებას ედავება.

"ინტერპრესნიუსი"