ყევლანი არჩევნებზე! - კვირის პალიტრა

ყევლანი არჩევნებზე!

ჯერ კიდევ ერთი წლის წინ ვხუმრობდი: მომავალ საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევებს ერთადერთი ინტრიგა აქვს: რა მიზეზს მოიფიქრებს სააკაშვილი იმისთვის, რომ რუდუნებით აშენებულ საპრეზიდენტო სასახლეს, პრემეირ-მინსიტრის რეზიდენცია დაარქვას-მეთქი.

იმ გადმოსახედიდიან სხვა ინტრიგა მართლა არ ჩანდა. თითქოს ყველაფერი გარკვეული იყო. "ნაციონალური მოძრაობის" დამმარცხებელი ჰორიზონტზეც კი არ ჩანდა და არც სააკაშვვილს ეტყობოდა, რომ, პრემიერ-მინისტრობაზე უარის მთქმელი კაცი იყო. დღეს ერთი წლის თავზე სააკაშვილი, რა თქმა უნდა, სულ სხვა კაცია. პრემიერ-მინისტრობას ვიღა ჩივის, მას შეიძლება პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელიც კი არ ერგოს. ვიღაცეები საერთოდ ციხის ნარების ხეხვასაც კი უწინასწარმეტყვეელებენ. ორშაბათ საღამოს უკვე ბევრ კითხვაზე გვეცოდინება პასუხი. მე შორს ვარ იმ აზრისგან, რომ უკვე ყველაფერი გარკვეულია და შეგვიძლია წინასწარ ვინმეს გამარჯვება მივულოცოთ, ან ვინმეს დამარცხება მივუსამძიმროთ. ყველაფერი გარკვეული მხოლოდ რამდენიმე საათში იქნება. მართალია "ქართულ ოცნებას" თბილისსა და ქუთაისში შთამბეჭდავი მიტინგები გამოუვიდა, მაგრამ არჩევნებს მიტინგზე მოსული ადმაინები არ იგებენ, არჩევნებს არჩევნებზე მისული ხალხი იგებს. მიტინგზე სამასი ათასი კაციც რომ მივიდეს, ამომრჩეველი  სამი მილიონია. წინდაწინ გულდარხენილობა შეიძლება სავალალო აღმოჩნდეს ოპოზციის მხარდმაჭერთათვის. მე არჩევნების დასრულებამდე რამდნეიმე საათით ადრეც კი ვერ გავბედავ პროგონიზი გავაკეთო. სიტუაციის მთელი მომხიბვლელობაც ამაშია. არჩევნებამდე ერთი წლით ადრე თამამდ ვაკეთებდი პროგნოზს, რამდნეიმე საათით ადრე კი ამის გაკეთებას ვეღარ ვახერხებ.

ალბათ, მარტო ჩვენთან შეიძლება, რომ პოლიტიკაში ერთი ადამიანის მოსვლამ ისე შეცვალოს სიტუაცია, რომ ყველა პროგნოზი თავდაყირა დადგეს. პროგნოზი ყველა ქვეყანაში უმადური საქმედ მიიჩნევა, მაგრამ არსად ის ისეთი უმადური არ არის, როგორც საქართველოში. სიტუაცია ჯერ  ერთი ადამიანის მოსვლამ ამოატრიალა, შემდეგ არჩევებმადე რმადენიმე დრით ადრე ციხეში გადაღებულმა კადრებმა. მიუხედვად იმისა, რომ იმ ერთმა ადმიანმა პოლიტკაში მოსვლის დღიდან უამრავი შეცდომა დაუშვა (ჩემი მოკრძალებული აზრით, რა თქმა უნდა) და თავისი მოულოდნელი გამოჩენით გამოწვეული ეფექტი, კინაღამ ქარს გაატანა (ესეც ჩემი მოკრძლაებული აზრით), რამდენიმე ვიდეომ ის ისევ სასტარტო პოზიციებს დაუბრუნა, რადგან არჩევნები არა ორ პოლიტიკურ ძალას, არამედ ხალხის სისტემასთან დაპირესპერებას დაემსგავსა. მართალია, თავად უარყოფს, რომ ამ კადრებთან რაიმე კავშირი აქვს, მაგრამ, თუ მათ მოპოვებაში, ან გავრცელებაში, მისი ხელი ურევია, უნდა ვაღიაროთ, რომ ხალიჩის ქვევით ბრძოლაში მაგარი ყოფილა, ხოლო ხალიჩაზე ბრძოლას როგორმე ისწავლის და თუ ეს ვიდეო მართლა მის გარეშე გაავრცელეს, ბედის ნებიერა ყოფილა. საერთოდ, როგორ გინდა, იმ კაცზე, ვინც 7 მილიარდი იშოვა, არ თქვა, რომ ბედი ანებივრებს. თუმცა კიდევ ერთხელ ვიტყვი, ნურავინ იფიქრებს, რომ ყველაფერი გარკვეულია. სააკაშვილისთვის და ნაციონალური მოძრაობისთვის, მიუხედვად იმისა, რომ ხელისუფლებაში ვარდებით მოვიდნენ, ცხოვრება ია-ვარდით მოფენილი არასდროს ყოფილა. მათ ბევრი კრიზისი გამოიარეს და შეიძლება ითქვას რთული სიტუაციებიდან გამოძრომის ოსტატებად ჩამოყალიბდნენ.

გამოძვრნენ 2007 წლის 7 ნოემბრის შემდეგ, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ. მართალია, ახლა კიდევ სხვა სიტუაციაა, მაგრამ მე დარწმუნებული არაფერში ვარ და ეს ცუდი სულაც არაა. ამდენი წლის შემდეგ ჩვენ პირველად გვაქვს არჩევნები, რომელშიც გამარჯვებული წინასწარ გარკვეული არ არის. უფრო მეტიც არჩევენბის დღესაც კი დედამიწის ზურგზე მიახლოებულ პროგნოზსაც ვერავინ გააკეთებს. თუ ერთის მხრივ ხელისუფლების მომხრეებს და მეორეს მხირვ ოპოზციის მხარდამჭერებს არ ჩავთვლით. რომლებიც საკუთარი ფავორიტის გამარჯვებაში არიან დარმწუნებულნი. მოკლედ პოლიტიკური "ელ კალსიკოა"! შეიძლება არც ერთი მყავს მადრიდის "რეალი" და არც მეორე "ბარსლეონა", მაგრამ ჩვენი რეალობაც ეს არის რა თქმა უნდა არც ჩვენი ამომრჩეველი მიდის არჩევნებზე, ისეთივე საზეიმო განწყობით, როგორც ფეხბურთის გულშემატკივრები, არადა, რა კარგი იქნებოდა! ოჯახთან ერთად ხმის მისაცემად წასვლა, შემდეგ კი შედეგბზე ნერვიულობა. გამარჯვების აღნიშვნა, ან წაგების მშვიდად გადატანა მომავალი მატჩის და მომავალი გამარჯვების მოლოდინში.  ჩვენთან კი რა ხდება: ყოველდღიური ომი კომპრომატებით, იმის მტკიცება ვინ უფრო ცუდია. როგორ მინდოდა ერთხელ მაინც გამეკეთებინა არჩევანი იმის მიხედვით, ვინ უფრო კარგია, ერთხელ მაინც გამეკეთებინა არჩევანი პროგრამების მიხედვით, მაგრამ არა არჩევანს ისევ კომპრომატების მიხედვით ვაკეთებთ. ბევრი არჩევნების დღეს და მის შემდეგაც პროვოკაციებს ელოდება. მოდით, ჩვენ ამომრჩევლებმა მაინც ვაქციოთ არჩევნების დღე ზეიმად და არა დაპირისპირებად. ნუ მივცემთ პოლიტკოსებს საშუალებას ის ერთადერთი დღე ჩაგვიმწარონ, როდესაც ხელისუფლება ჩვენ, ხალხს გვეკუთვნის.

ყევალნი არჩევნებზე!