"ქართული ოცნების" დეპუტატი დაქორწინდა - ვინ არის ლევან მაჭავარიანის რჩეული (ფოტოები)
"ქართული ოცნების" დეპუტატი, ლევან მაჭავარიანი დაქორწინდა. მისი რჩეული ანი ბებოშვილია. როგორც ირკვევა, ანი პარლამენტის თანამშრომელია, მას კავკასიის უნივერსიტეტი აქვს დამთავრებული.
38 წლის მაჭავარიანი საქართველოს მე-10 და მე-11 მოწვევის პარლამენტის წევრია.

ლევან მაჭავარიანმა 2007 წელს დაამთავრა კავკასიის უნივერსიტეტი ბიზნეს ადმინისტრირების ფაკულტეტი (სპეციალობა ფინანსები), ხოლო 2010 წელს გაიარა თავისუფალი უნივერსიტეტის ჯორჯ ვაშინგტონის სახელობის სამაგისტრო პროგრამა (პროექტების მენეჯმენტი).[4] 2005 - 2009 წლებში იყო შპს „ბაგები სითი ჯგუფის“ პროექტების მენეჯერი. 2010 - 2011 წლებში - „თიბისი ლიზინგის“ საკრედიტო მენეჯერი. 2011 - 2012 წლებში იყო ანალიტიკისა და ბიუჯეტირების დეპარტამენტის უფროსი „დიპლომატ ჯორჯიაში“. გააგრძელეთ