უკრაინელების წარმატებული დარტყმები ფრონტსა და ანექსირებულ ყირიმში... - კვირის პალიტრა

უკრაინელების წარმატებული დარტყმები ფრონტსა და ანექსირებულ ყირიმში...

იმის ფონზე, როდესაც პუტინის საოკუპაციო ძალები მორიგ უკრაინულ ქალაქს იღებენ ალყაში, ხოლო ტრამპი მეორე მხრიდან თავისი ულტიმატუმით მთელ უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებს, უკრაინის არმიის მიერ თუნდაც სულ პატარა მასშტაბის წარმატებით განხორცილებული ოპერაციებიც კი ადგილობრივ მოსახლეობას გულს ფხანს...

ასეთად კი იქცა ორი ოპერაცია, ერთი უშუალოდ ფრონტის ხაზზე, ხოლო მეორე კი ანექსირებულ ყირიმში...

რუსული მოიერიშე დანაყოფის კოლონის აღმოჩენისა და განადგურების ვიდეო

აღმოსავლეთ ფრონტზე მოხშირებული ბურუსით რუსი ოკუპანტები ხშირად სარგებლობენ, ერთგვარ „მარშ-გადასროლას“ ახდენენ „რუხი ზონის“ სწრაფად გადასალახავად სამოქალაქო მანქანებითა და მოტოციკლეტებით, იმის იმედით, რომ ნისლის ქვეშ უკრაინული FPV-დრონების ოპერატორები მათ დროულად ვერ აღმოაჩენენ.

ამ ტაქტიკამ რუს ოკუპანტებს რამდენჯერმე გაუმართლა, მაგრამ არა ამ კონკრეტულ შემთხვევაში, რის ტრაგიკულ შედეგზე ეს მძიმე ფოტოც მეტყველებს-იწვის ორი ნივა და ერთი ჩინური გოლფკარი, ხოლო დახოცილი რუსი მოიერიშეების ცხედრები გარშემოა მიმოფანტული...

2-ka-1763805439.png
მძიმე ფოტო, რომელზეც რუსული მოიერიშე დანაყოფის განადგურებული კოლონა იწვის...

მიუხედავათ ნისლისა, უკრაინელებმა შესძლეს ამ რუსული კოლონის სწრაფი გამოვლენა დრონების თბოვიზორების საშუალებით და მისკენ მიმართეს როგორც არტილერიის ცეცხლი,ისე კამიკაძე-დრონებიც „მიუსიეს“...

21 ნოემბრის ღამეს კი უკრაინელებმა თვითმფრინავის სქემის კამიკაძე-დრონების გამოყენებით მორიგი ძალზე წარმატებული საჰაერო შეტევები განახორციელეს ანექსირებული ყირიმის სამხედრო აეროდრომსა და საჰაერო თავდაცვის ობიექტებზე, რის შედეგადაც რუსეთის საოკუპაციო ძალებს აუფეთქეს ძალზე ძვირადღირებული ოთხი რადიოლოკაციური სადგური და რაც მნიშვნელოვანია, Ка-27 ტიპის წყალქვეშა ნავების საწინააღმდეგო შვეულმფრენიც,რაც ასეთ პირველ დადასტურებულ ფაქტს წარმოადგენს.

საგულისხმოა, რომ ორივე ამ ოპერაციის წარმატებულად დამთავრება დადასტურებულია ფოტოვიდეოკადრებით...

ანექსირებულ ყირიმში უკრაინული დრონების მიერ რუსული რადიოლოკატორებისა და Ка-27 ტიპის შვეულმფრენის განადგურების ვიდეო