"ხელი გამიშვით! სად მიგყავთ?!" - ვრცელდება აქციის მონაწილეების დაკავების კადრები
პარლამენტთან, ასევე მსვლელობის მიმდინარეობისას, სამართალდამცავებმა ჯამში 8 პირი დააკავეს. აქციის მონაწილეები თავდაპირველად პარლამენტის წინ შეიკრიბნენ, სადაც სამართალდამცავებმა აქციის 2 მონაწილე დააკავეს. ამის შემდეგ აქციის მონაწილეებმა მსვლელობა დაიწყეს და ინგოროყვას ქუჩისკენ გაემართნენ, სადაც მათ პოლიციის კორდონი დახვდათ. აქციის 6 მონაწილე კი პოლიციამ მსვლელობისას დააკავა.
ამის შემდეგ მომიტინგეები კვლავ პარლამენტთან დაბრუნდნენ და ადგილზე გააგრძელეს პროტესტი.
აქტივისტების ცნობით, პოლიციამ დავით გუნაშვილი, ოთო ირემაძე, გიორგი სავანელი, ცოტნე მირცხულავა, ლუკა ჭოხონელიძე და მარიამ მეყანწიშვილი დააკავა.
ვიდეო: Mo se