"ილია, სად ხარ?" - ცარუკიანმა ჰუკერი მტკივნეული ილეთით დაამარცხა და ოქტაგონიდან თოფურიას მიმართა
კატარში, UFC Fight Night 265-ზე, მსუბუქ წონით კატეგორიაში, არმან ცარუკიანმა დენ ჰუკერი მეორე რაუნდში დაამარცხა.
აღსანიშნავია, რომ ცარუკიანი ოქტაგონზე 1.5-წლიანი პაუზის შემდეგ პირველად წარსდგა.გამარჯვების შემდეგ არმანმა ილია თოფურიას მიმართა: "მე მსოფლიოში საუკეთესო მებრძოლი ვარ. სატიტულო ბრძოლას ვიმსახურებ. ილია, სად ხარ? ამოდი ოქტაგონზე და პირისპირ დამიდექი".
არმან ცარუკიანის ანგარიშზე MMA-ში 22 გამარჯვება და 3 მარცხია.
ამავე ღონისძიებაზე ალექსანდრე თოფურიამ ყაზახი ბეკზატ ალმახანი მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა.