რუსებმა ხარკოვს დაარტყეს - დაიღუპა 4 ადამიანი - კვირის პალიტრა

რუსებმა ხარკოვს დაარტყეს - დაიღუპა 4 ადამიანი

რუსებმა ხარკოვზე, დიდი რაოდენობით დრონების გამოყენებით, კიდევ ერთი მასშტაბური დარტყმა განახორციელეს, - ამის შესახებ ხარკოვის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ოლეგ სინეგუბოვი სოციალურ ქსელში წერს.

„რუსეთის არმიამ მშვიდობიან ქალაქს „გერან-2“ ტიპის უპილოტო საფრენი აპარატებით შეუტია. წინასწარი ინფორმაციით, ოკუპანტებმა სულ 16 დარტყმა განახორციელეს“, - წერს სინეგუბოვი.

მისი ინფორმაციით, რუსებმა ხარკოვის შევჩენკოვსკის და სალტივსკის რაიონებში საცხოვრებელი შენობები დაბომბეს. დაშავებულებს შორის ორი ბავშვია: 12 წლის ბიჭი და 11 წლის გოგონა.

ხარკოვის მერმა იგორ ტერეხოვმა „ტელეგრამზე“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ თავდასხმის შედეგად დაიღუპა 4 მშვიდობიანი მოქალაქე, 17 კი - დაშავდა

"ინტერპრესნიუსი"