"ევროპა ერთიანია, ტრამპის გეგმა უკვე მერამდენედ ჩავარდა...აქაური ქოცების ზეიმი ნაადრევი აღმოჩნდა" - რას წერს რომან გოცირიძე - კვირის პალიტრა

"ევროპა ერთიანია, ტრამპის გეგმა უკვე მერამდენედ ჩავარდა...აქაური ქოცების ზეიმი ნაადრევი აღმოჩნდა" - რას წერს რომან გოცირიძე

"მოლაპარაკებები ჟენევაში ტრამპის 28 პუნქტიანი გეგმის ირგვლივ დამთავრდა", - ამის შესახებ რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს.

"ევროპამ უარყო უკრაინის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიების დათმობა, გაყინული რუსული აქტივების განბლოკვა, სანქციები ეტაპობრივად გაუქმდება(თუ რუსეთი არ დაარღვევს შეთანხმებას), უკრაინის ჯარი არ შემცირდება. გარანტიებზეც საკმაოდ სერიოზული ჩანაწერებია.

მოკლედ, 28 პუნქტიანი ანტიუკრაინული გეგმიდან ბუნდღაც არ დარჩა. ევროპა ერთიანია. ტრამპის გეგმა უკვე მერამდენედ ჩავარდა.თუ რუსეთი არ დათანხმდება, სანქციები გაძლიერდება.აქაური ქოცების ზეიმი ნაადრევი აღმოჩნდა", - წერს გოცირიძე.