როგორ შევარჩიოთ სწორი გეგმარების ბინა - 5 რამ, რაც უნდა გავითვალისწინოთ - კვირის პალიტრა

როგორ შევარჩიოთ სწორი გეგმარების ბინა - 5 რამ, რაც უნდა გავითვალისწინოთ

ბინის შერჩევა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო გადაწყვეტილებაა. თბილისი სწრაფად მზარდი ქალაქია, სადაც სამშენებლო კომპანიები თითქმის ყოველდღიურად ახალ პროექტებს გვთავაზობენ, თუმცა არჩევანი რომ სწორად გაკეთდეს, მხოლოდ ფასისა და ლოკაციის გათვალისწინება საკმარისი არ არის. სწორად შერჩეული საცხოვრებელი კომპლექსი თბილისში ნიშნავს კომფორტს, ენერგოეფექტურობას, სივრცის ოპტიმალურ გამოყენებას და მომავალში მაღალი ფასის შენარჩუნებას.

გთავაზობთ 5 ყველაზე მნიშვნელოვან კრიტერიუმს, რომელიც აუცილებლად უნდა გაითვალისწინო ბინის გეგმარების არჩევისას.

1. სივრცის ლოგიკური განაწილება - არა მხოლოდ კვადრატულობა, არამედ გამოყენებადობა

ბინის არჩევისას ბევრს მხოლოდ ფართობი აინტერესებს, თუმცა ერთსა და იმავე კვადრატულობაში აბსოლუტურად განსხვავებული კომფორტი შეიძლება მიიღოთ. სწორი გეგმარება ნიშნავს:

მინიმუმამდე დაყვანილ „მკვდარ“ ზონებს (გრძელი დერეფნები, უსარგებლო კუთხეები)საკმარის სათავსო სივრცესფუნქციური ზონების სწორ განცალკევებას (საძინებელი - ხმაურისგან მოშორებული, ადგილი სამზარეულოსთვის - ბუნებრივი ვენტილაციით)

მშენებლობა თბილისში სწრაფად ვითარდება, ამიტომ თანამედროვე პროექტების უმეტესობა ცდილობს უფრო ჭკვიანური და პრაქტიკული გეგმარება შექმნას. სწორედ ამიტომ, ბინის ნახვისას ყურადღება მიაქციეთ არა მხოლოდ ფართის ზომას, არამედ მის ლოგიკურ განაწილებას.

2. ბუნებრივი განათება და ფანჯრების მიმართულება

მზის მხარე ბინის კომფორტისთვის ერთ-ერთი ყველაზე გადამწყვეტი ფაქტორია.

აღმოსავლეთის მხარე უზრუნველყოფს დილის ნათელ სინათლეს. სამხრეთის მხარე ქმნის მაქსიმალურ განათებას. დასავლეთის მხარე კარგია საღამოს მზის მოყვარულებისთვის. ჩრდილოეთი კი, იდეალურია სამუშაო სივრცისა და სტუდიოსთვის

ბინას, რომელსაც კარგი განათება აქვს, ენერგოეფექტურობაც მაღალია და რეალიზაციაც მომავალში გაცილებით მარტივია. ამიტომ, გეგმარებასთან ერთად ყოველთვის გადაამოწმე ფანჯრების მდებარეობა.

3. სამზარეულო და სანიტარული ადგილები - კომფორტის მთავარი მაჩვენებლები

კარგი გეგმარება ყოველთვის გულისხმობს აზრიანად განთავსებულ სამზარეულოსა და სველ წერტილს. დააკვირდით შემდეგ ფაქტორებს:

ბუნებრივი ვენტილაცია შესაძლებელია თუ არასამზარეულო განცალკევებულია თუ არა საცხოვრებელი ზონიდანრამდენად ფუნქციურია სამზარეულოს სივრცესად მდებარეობს აბაზანა - დერეფნიდან წვდომა ყოველთვის უკეთესია, ვიდრე საერთო ზონიდან

ასევე მნიშვნელოვანია, რომ პროექტი აშენებული იყოს ხარისხიანი კონსტრუქციითა და თანამედროვე საინჟინრო სისტემებით. ბევრი დეტალი შეიძლება ვერ შევამჩნიოთ, ამიტომ სასარგებლოა სანდო წყაროების გამოყენება.

4. ინფრასტრუქტურა და მიმდებარე გარემო

საცხოვრებელი კომპლექსი თბილისში უნდა გვთავაზობდეს არა მხოლოდ ბინას, არამედ კომფორტულ საცხოვრებელ გარემოს. გაითვალისწინეთ:

სატრანსპორტო ხელმისაწვდომობასკოლებისა და ბაღების სიახლოვესავაჭრო ობიექტებიმწვანე სივრცეებისართულიანობა და ეზოს დაგეგმარება

ხშირად უკეთესი სივრცის გეგმარება ისეთ პროექტებშია, სადაც სამშენებლო კომპანიას აქვს გამოცდილება, სტილი და მონახაზი, თუ როგორი ცხოვრების წესი უნდა შესთავაზოს მაცხოვრებლებს.

5. გამჭვირვალობა, კომპანიის რეპუტაცია და პროექტის დეტალური დათვალიერება

სწორი გეგმარების ბინის მოძებნისას აუცილებლად შეისწავლეთ:

რამდენად გამოცდილია სამშენებლო კომპანია;რა მასალებს იყენებს მშენებლობის პროცესში;არის თუ არა დანაპირები შესრულებული წარსულ პროექტებში;თვალი ადევნეთ რა ეტაპზეა და რა ტემპით მიმდინარეობს სამშენებლო პროცესი.

სანდო კომპანიების გვერდებზე ხშირად დეტალური საფასო პოლიტიკა, გეგმარებები, საინჟინრო გადაწყვეტები და რეალური ფოტომასალა ქვეყნდება. ასეთ მაგალითს წარმოადგენს Real Palace, სადაც შეგიძლიათ ნახოთ მიმდინარე და დასრულებული პროექტები, და ყველა ის ინფორმაცია რაც ბინის შეძენისთვისაა საჭირო.

სანდო კომპანიის არჩევით თავიდან აიცილებთ ბევრ არასასიამოვნო სიურპრიზს და მიიღებთ ბინას, რომელიც თქვენი ცხოვრების სტილს ნამდვილად მოერგება.

NS