700,000 ევროდ გაიყიდა 500 წლის წინანდელი, მტვრით დაფარული ტილო, რომელიც ავტოფარეხში აღმოაჩინეს - ვინ არის მისი ავტორი? - კვირის პალიტრა

700,000 ევროდ გაიყიდა 500 წლის წინანდელი, მტვრით დაფარული ტილო, რომელიც ავტოფარეხში აღმოაჩინეს - ვინ არის მისი ავტორი?

იტა­ლი­ა­ში, ავ­ტო­ფა­რეხ­ში აღ­მო­ჩე­ნი­ლი, მტვრით და­ფა­რუ­ლი ნა­ხა­ტი რე­ნე­სან­სის ეპო­ქის ნა­მუ­შე­ვა­რი აღ­მოჩ­ნდა, რო­მე­ლიც აუქ­ცი­ონ­ზე ნა­ხე­ვარ მი­ლი­ონ ფუნტზე მე­ტად გა­ი­ყი­და.

მი­იჩ­ნე­ვა, რომ შე­მოქ­მე­დე­ბა, რო­მე­ლიც მა­რი­ამს და ყრმას ასა­ხავს, XV სა­უ­კუ­ნის მხატ­ვარს, პი­ეტ­რო ვა­ნუ­ჩის ეკუთ­ვნის. ვა­ნუ­ჩი, რო­მელ­საც ასე­ვე “ილ პე­რუ­ჯი­ნოს“ სა­ხე­ლი­თაც იც­ნობ­დნენ, იტა­ლი­უ­რი რე­ნე­სან­სის ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე აღი­ა­რე­ბულ მხატ­ვრად მი­იჩ­ნე­ო­და და ბევ­რი მას ლე­ო­ნარ­დო და ვინ­ჩის დო­ნის შე­მოქ­მე­და­დაც მი­იჩ­ნევ­და.

პი­ეტ­რო ვა­ნუ­ჩი ვა­ტი­კა­ნის სექ­სტი­ნის სამ­ლოც­ვე­ლოს კედ­ლე­ბის მო­სა­ხა­ტად იყო და­ქი­რა­ვე­ბუ­ლი, ათწლე­უ­ლე­ბით ადრე, ვიდ­რე მი­ქე­ლან­ჯე­ლო თა­ვის ცნო­ბილ ჭე­რის ფრეს­კას შექ­მნი­და.

ხე­ლო­ვა­ნი, რო­მე­ლიც 1523 წელს გარ­და­იც­ვა­ლა, შემ­დგომ­ში მის­მა მო­წა­ფემ, რა­ფა­ელ­მა დაჩ­რდი­ლა.

გააგრძელეთ კითხვა