"20 ნაცი იდგა სააკაშვილის ციხესთან 23 ნოემბერს... ამ ილუზიებში აცხოვრებენ იმ უბედურს - პეტრეს (ცისკარიშვილს) მიშაზე პარაზიტირება უნდა, და რომ უთხრას ხალხი აღარ გყავსო, ის თავს გაუტეხავს" - თამარ ჩერგოლეიშვილი - კვირის პალიტრა

"20 ნაცი იდგა სააკაშვილის ციხესთან 23 ნოემბერს... ამ ილუზიებში აცხოვრებენ იმ უბედურს - პეტრეს (ცისკარიშვილს) მიშაზე პარაზიტირება უნდა, და რომ უთხრას ხალხი აღარ გყავსო, ის თავს გაუტეხავს" - თამარ ჩერგოლეიშვილი

"20 ნაცი იდგა სააკაშვილის ციხესთან 23 ნოემბერს. მართლა 20 კაცი იდგა. აი მართლა! მართლა!" - ამის შესახებ ფედერალისტების ერთ-ერთი ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს. ის გამოეხმაურა "ნაცმოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის პეტრე ცისკარიშვილის განცხადებას, რომლის მიხედვით "ოპოზიციური გაერთიანებაში სააკაშვილი ითამაშებს უმთავრეს როლს".

"და აი, ამ ილუზიებში აცხოვრებენ იმ უბედურს - პეტრეს მიშაზე პარაზიტირება უნდა, და რომ უთხრას ხალხი აღარ გყავსო, ის თავს გაუტეხავს.

ასე ჩამოათრიეს აქ და ჩააგდეს ბიძინას დილეგში - ატყუებდნენ, რომ100 ათასი ქართველი ხმალსიშიშვლებს მის გამო. სიმართლე რომ ეთქვათ, მისით ვეღარ ისარგებლებდნენ", - წერს ჩერგოლეიშვილი.