რას აპირებს ლოტოში მოგებული 2,066,049 ლარით იუზა გეწაძე?
ზაფხულში ლოტო 6/42-ის ჯეკპოტი 2,066,049 ლარი გათამაშდა. გამარჯვებული გახლავთ იუზა გეწაძე ქუთაისიდან, რომლისთვისაც ლოტოს თამაში უკვე ტრადიციაა.
ჩვენ დავინტერესდით, თუ რას აპირებს ლოტოში მოგებული თანხით ბატონი იუზა.
„თანხას პირველ რიგში შვილების დასახმარებლად დავხარჯავ. ჩვენ ქუთაისში ვცხოვრობთ, ჩემი ერთი შვილი კი უკვე 22 წელია, თბილისში პატარა ნაქირავებ ბინაში ცხოვრებს. მისთვის ბინას ვიყიდი. ასევე ბინას ვუყიდი ჩემს მეორე შვილსაც. სანათესავოში ბევრს სჭირდება ფინანსური დახმარება და რა თქმა უნდა, მათაც დავეხმარები. რაც მთავარია, მინდა თანხის ნაწილით უპატრონო ბავშვთა სახლს დავეხმარო და პატარებსაც მივანიჭო სიხარული,“ - ამბობს იუზა გეწაძე.
გეწაძეების ოჯახისთვის ლატარიის მოგება მოულოდნელი სიხარული იყო.
„გარკვეული დრო კი გავიდა, მაგრამ ჯერ კიდევ არ მაქვს გააზრებული, თუ რა მოხდა ჩვენს ცხოვრებაში. ყველაფერი რადიკალურად შეიცვალა. და ეს პოზიტიური ცვლილება არა მხოლოდ ჩვენ, არამედ ჩვენს ნათესავებსაც შეეხოთ. მამას ყოველთვის ვეუბნებოდი, რომ ერთ დღეს იქ გახდებოდა იღბლიანი მილიონერი და მართლაც ასე მოხდა. ეს ნამდვილი სასწაული იყო. ყველას ვუსურვებ მოგებას,“ - აღნიშნავს იუზა გეწაძის ქალიშვილი.
როგორც საქართველოს ეროვნულ ლატარიაში განმარტავენ, მოგება შეუძლია ყველას, ვინც თამაშობს.
„ჩვენთვის ყველაზე დიდი ჯილდო იმ ადამიანების სიხარულია, ვისაც ლატარიის მოგება ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლაში ეხმარება. აქციე იღბალი ტრადიციად. გახსოვდეს იგებს ის ვინც თამაშობს, მოგება კი შეუძლია ყველას,“ - აცხადებენ კომპანიაში.
საქართველოს ეროვნული ლატარიის ერთ-ერთი ყველაზე ტრადიციული გათამაშება გახლავთ ლოტო 6/42, რომელიც უკვე წლებია, ძალიან ბევრ ადამიანს ახარებს და მასში ჯეკპოტი რამდენჯერმე გათამაშდა. იუზა გეწაძე მოგებული ჯეკპოტით გათამაშების უკვე მესამე მილიონერია.
R