"შერჩევითი სამართლის ტალღამ ყველა წალეკა და გამონაკლისი ვერ იქნებით!" - რას წერს ნანუკა ჟორჟოლიანი?
ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
"ქართული ოცნების მაღალჩინოსნებმა რომ ქვეყანა გაყვლიფეს მაგ საქმეზე რა ხდება?!
რატომ არ არიან დაკავებული ლილუაშვილი, ღარიბაშვილი, დეპარტამენტის უფროსები, მინისტრების მოადგილეები?
მაშინ, როცა 20 წლის სტუდენტებს აქციის შუაგულიდან იპარავთ უკვე მესამე წრეზე.
ხიზა დაკავებამდე ამბობდა - “არ გადახვიდეთ ქუჩაზე, არ მივცეთ დაკავების მიზეზი”. შევარდით და დააკავეთ მაშინ, როცა არ აკავებთ კორუმპირებულ და კრიმინალ "ქოცებს".
შერჩევითი სამართლის ტალღამ ყველა წალეკა და გამონაკლისი ვერ იქნებით!"