"ხალხო, ვისაც დალევა გინდათ, დალიეთ; ვისაც მარიხუანას მოწევა გინდათ, მოწიეთ და რა ვიცი, რაც გინდათ ის აკეთეთ..." - მაია ბუწაშვილი - კვირის პალიტრა

"ხალხო, ვისაც დალევა გინდათ, დალიეთ; ვისაც მარიხუანას მოწევა გინდათ, მოწიეთ და რა ვიცი, რაც გინდათ ის აკეთეთ..." - მაია ბუწაშვილი

"ძალიან საინტერესო ტენდენციაა კომენტარებში პოსტებზე, რომლებსაც მავნე ჩვევების შესახებ ვწერ. ადამიანებს აშკარად უნდათ, რომ ალკოჰოლი მიიიღონ, მარიხუანა მოწიონ და თან იძახონ, რომ სასარგებლოა და ამიტომ იღებენ", - ამის შესახებ ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი წერს.

"რაღაც მათი პოზიციის განმამტკიცებელი ერთი-ორი ფსევდომეცნიერული არგუმენტიც მოშველიებული აქვთ და ხმალივით იქნევენ:)). ნეტა თამბაქოს სარგებლიანობაზეც მოეძებნებათ რამე ასეთი ინფორმაცია?:)

ხალხო, ვისაც დალევა გინდათ, დალიეთ; ვისაც მარიხუანას მოწევა გინდათ, მოწიეთ და რა ვიცი, რაც გინდათ ის აკეთეთ. თქვენ რითი გაირთობთ თავს და ისიამოვნებთ, არც ჩემი და არავისი საქმე არაა. ოღონდაც ასე ჰაერზე, ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე აქეთ ნუ გვიმტკიცებთ, რომ სასარგებლოა და ამას იმიტომ აკეთებთ, თან აგრესიული ტონით. თუ ოჯახის წევრებს ატყუებდით, რომ კარგ რამეს უკეთებთ საკუთარ თავს და იმიტომ ბრაზდებით ასე?:) რა ინფანტილიზმია", - წერს ბუწაშვილი.