ღალატი და აქტივების გაყოფა? - "მე­ნატ­რე­ბი ყო­ველ­დღე": ესპანური მედია აქტიურად განიხილავს ილიასა და ჯორჯინას დაშორების მიზეზებს - კვირის პალიტრა

ღალატი და აქტივების გაყოფა? - "მე­ნატ­რე­ბი ყო­ველ­დღე": ესპანური მედია აქტიურად განიხილავს ილიასა და ჯორჯინას დაშორების მიზეზებს

ბოლო თვე­ე­ბია, UFC-ის ქარ­თვე­ლი ჩემ­პი­ო­ნის, ილია თო­ფუ­რი­ას პი­რა­დი ცხოვ­რე­ბა მის სპორ­ტულ მიღ­წე­ვებ­თან ერ­თად ეს­პა­ნე­ლი თუ ქარ­თვე­ლის სა­ზო­გა­დო­ე­ბის ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრშია. ილი­ა­სა და ჯორ­ჯი­ნას წყვი­ლი, რო­მე­ლიც რვა წელ­ზე მეტი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში იყ­ვნენ ერ­თად და თა­ნა­ცხოვ­რე­ბის დე­ტა­ლებს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში აქ­ტი­უ­რად აზი­ა­რებ­დნენ, მო­უ­ლოდ­ნე­ლად და­ი­შა­ლა. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ოფი­ცი­ა­ლუ­რი კო­მენ­ტა­რი არ­ცერ­თს გა­უ­კე­თე­ბია, მათი სო­ცი­ა­ლუ­რი აქ­ტი­ვო­ბა, წაშ­ლი­ლი ფო­ტო­ე­ბი და გა­მო­წე­რე­ბის გა­უქ­მე­ბა და­შო­რე­ბის უტყუ­არ ნიშ­ნად იქცა.

მებ­რძო­ლის აღი­ა­რე­ბა: "მე­ნატ­რე­ბი ყო­ველ­დღე"

სა­კუ­თა­რი პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის შე­სა­ხებ სრულ დუ­მილს ინარ­ჩუ­ნებს ილია თო­ფუ­რია. ჩემ­პი­ო­ნი არ პა­სუ­ხობს ჭო­რებს და მთელ ყუ­რა­დღე­ბას კა­რი­ე­რა­ზე ამახ­ვი­ლებს. ის ახლა ტი­ტუ­ლის დაც­ვის­თვის ემ­ზა­დე­ბა. თუმ­ცა, ერთ-ერთი ბოლო პოს­ტით მან სა­ზო­გა­დო­ე­ბას თა­ვი­სი ყვე­ლა­ზე დიდი ემო­ცი­უ­რი ტკი­ვი­ლი გა­უ­ზი­ა­რა.

ილი­ამ Instagram-ის "სთო­რი­ზე“ ქა­ლიშ­ვილ­თან გა­და­ღე­ბუ­ლი ფოტო გა­მო­აქ­ვეყ­ნა, წარ­წე­რით: "I miss you everyday my little girl" ("ყო­ველ­დღე მე­ნატ­რე­ბი, ჩემო პა­ტა­რა გო­გო­ნა"). ეს აღი­ა­რე­ბა, სა­ზო­გა­დო­ე­ბამ მისი პი­რა­დი ბრძო­ლის ნა­წი­ლად აღიქ­ვა - "ჩემ­პი­ო­ნი, რო­მე­ლიც გა­უძ­ლებს ნე­ბის­მი­ერ დარ­ტყმას ოქ­ტა­გონ­ზე, უძ­ლუ­რია შვილ­თან გან­შო­რე­ბის წი­ნა­შე", - წერს ეს­პა­ნუ­რი მე­დია. ეს იყო ერთ-ერთი იმ იშ­ვი­ა­თი მო­მენ­ტთა­გა­ნი, როცა "ელ მა­ტა­დორ­მა“ სა­ზო­გა­დო­ე­ბას სა­შუ­ა­ლე­ბა მის­ცა, და­ე­ნა­ხა არა მხო­ლოდ მებ­რძო­ლი, არა­მედ მამა, რო­მელ­საც რთულ პი­რად პრობ­ლე­მებ­თან უწევს გამ­კლა­ვე­ბა..

ჯორ­ჯი­ნას "მარ­გა­ლი­ტი" და მი­ნიშ­ნე­ბე­ბი: "არ არს და­ფა­რუ­ლი, რაც არ გა­ცხად­დეს" ილი­ას­გან გან­სხვა­ვე­ბით, ვე­ნე­სუ­ე­ლე­ლი ბიზ­ნეს­ვუ­მე­ნი, ჯორ­ჯი­ნა უზკა­ტე­გუი, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში უფრო აქ­ტი­უ­რია და მი­ნიშ­ნე­ბე­ბით სავ­სე მე­სი­ჯებს აზი­ა­რებს. მისი ბოლო პოს­ტი, რო­მელ­მაც გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რა­დღე­ბა მი­იქ­ცია, ეს­პა­ნე­ლი მომ­ღერ­ლის, რო­სა­ლი­ას სიმ­ღე­რა 'La Perla'-ს ფრაგ­მენ­ტი იყო, რო­მელ­საც წა­ა­წე­რა:

"მე არ დავხრი თავს, რად­გან ვიცი ჩემი ფასი და აბ­სო­ლუ­ტუ­რად, დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ სა­კუ­თარ სი­მარ­თლე­ში. არ არს და­ფა­რუ­ლი, რაც არ გა­ცხად­დეს".

გააგრძელეთ კითხვა